Mr. Christopher Kane is a member of the National Academy of Engineering and a Fellow of the American Institute of Aeronautics and Astronautics, the American Society for Engineering Education, and the American Society of Mechanical Engineers. She has received a number of recognitions for her research, teaching, and public service, including seven honorary doctorates and the Benjamin Garver Lamme Medal from the American Society of Engineering Education. In 2008 she received the Structures, Structural Dynamics, and Materials Award from the American Institute of Aeronautics and Astronautics.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
კათედრის გამგე – რუსუდან ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
• ლალი ვაშაკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი;
• ნინო თევდორაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• ბელა ბარკალაია, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• ლია საჩანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• თეონა მახარაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო პროცესში. ერთი მხრივ, იგი წიგნიერების საფუძველია, მეორე მხრივ – ეროვნული თვითშემეცნების მნიშვნელოვანი საყრდენს წარმოადგენს. მშობლიური ლიტერატურის სწავლება ეფუძნება სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს, საპროგრამო მასალასთან ერთად მოსწავლეებს ვაწვდით საინტერესო და მნიშვნელოვან დამატებით მასალას. ვამყარებთ კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან (თეატრი, კინო, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) ლიტერატურის სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს გემოვნებიანი, კულტურული, ნაკითხი ადამიანების აღზრდას; ბავშვი პირველად სწორედ მხატვრულ ლიტერატურაში აწყდება ცხოვრებისეულ პრობლემებს და იწყებს ფიქრს მათი გადაჭრის გზებზე, ამიტომ ლიტერატურა ცხოვრების მასწავლებელიცაა. აქედან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება იძლევა საშუალებას ჩატარდეს ცოცხალი, სახალისო საგანთაშორისი კავშირებით გამრავალფეროვნებული გაკვეთილები; აქ ეყრება საფუძველი მომავალ უნარებსა და წიგნიერებას. დაწყებით საფეხურიდანვე ხალისით ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, შემოქმედებით საქმიანობაში, მიზნობრივ თამაშებსა და კომპლექსური დავალებების შესრულებაში; კვირაში ერთხელ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უტარდებათ წიგნიერების საათი, სადაც კითხულობენ და განიხილავენ საბავშვო ლიტერატურას, აწყობენ წაკითხული წიგნების პრეზენტაციებს, მეგობრებში რეკლამას უწევენ წაკითხულ წიგნებს; დადიან თეატრებში და წერენ შთაბეჭდილებებს, ქმნიან პოსტერებს, პლაკატებს, აფიშებს. წერენ მოთხრობებს, ზღაპრებს, ქმნიან ხელნაკეთ კრებულებს. ყოველწლიურად ტარდება ღონისძიებები დედაენის ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეებმა მოინახულეს ხელნაწერთა ინსტიტიტი, ნახეს დოკუმენტური ფილმები, ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნეს კომიქსები.
საბაზო და საშუალო საფეხურებზე აქტიურდება ლიტერატურათმცოდნეობითი საკითხები, რომელიც ავითარებს აზროვნებას, გემოვნებას, ესთეტიკურ ხედვას, მოსწავლის ემოციურ ჩამოყალიბებას. ჩნდება კულტურათაშორისი კავშირები. მოსწავლეები მუშაობენ ლიტერატურულ პარალელებზე, მსჯელობენ ლიტერატურაში ასახულ გლობალურ პრობლემებზე. ხშირად ეწყობა დისკუსიები, პრეზენტაციები, კონფერენციები.
კათედრის ორგანიზებით ხორციელდება საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები. მე-8 კლასში ჩატარდა კონფერენცია „ჩვენ ვსწავლობთ ლიტერატურული აზროვნებას“, მე-11 კლასებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-შემეცნებით კონფერენციაში „რომანტიზმი ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში“; აღსანიშნავია კომპლექსური სამუშაოები „ლიტერატურული პირველწაყარო და მისი ეკრანიზაცია“, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა არაერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და „კაცია ადამიანი“, ა.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ნოდარ დუმბაძის „ბოშები“, მ. ჯავახიშვილის „მიწის ყივილი“, ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“ და სხვა.
ჩარატდა პრეზენტაციები თემაზე „მსოფლიო დიქტატორები“, „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეების ფოლკლორი, ხალხური კულტურა, ეთნოგრაფია და ტრადიციები. პერიოდულად გამოდის ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი “მერმისი“.
მოსწავლეებთან თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, საგნისა და პროფესიის სიყვარულს ყოველთვის მოაქვს შედეგი.
უცხო ენების კათედრა
კათედრის გამგე – მანანა შარაბიძე, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
• ნინო აბრამიშვილი, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• მაია ბალანჩივაძე, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• მარინე ბალანჩივაძე-ჭყონია, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• ნინო მესხი, რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი;
• ლიანა ქრისტესიაშვილი, რუსული ენის უფროსი მასწავლებელი;
• ელენე აბაზაძე, ესპანური ენის მოწვეული მასწავლებელი;
სკოლა “მერმისში” უცხო ენების სწავლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ისწავლება ინგლისური (პირველი ენა), მეორე ენა – არჩევითი პრინციპით რუსული ან ესპანური ენები. აღსანიშნავია , რომ მეორე ენა „მერმისში იწყება მე-3 კლასიდან , ნაცვლად მე-5 კლასისა.
ინგლისური ენა ისწავლება გაძლიერებულად, გაყოფილ კლასებში გაზრდილი საათებით III-IVკლასებში 3-4 სთ; V-XII კლასებში 5 საათი . მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში ინგლისურ ენაში არიან სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღლა (C1). სკოლას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება “English Book Education” -თან, რომლის მედიატორობით წელიწადში ორჯერ ტარდება საერთაშორიშო სასერთიფიკატო გამოცდა “TOEFL”-ში. ჩვენი სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე მოსწავლეები იმდენად მაღალ შედეგებზე გადიან ამ გამოცდებზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია TOEFL-მა სკოლა „მერმისს“ მიანიჭა TOEFL-ის ოფიციალური ელჩის სტატუსი.
სასკოლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ინგლისის და ამერიკის ისტორია და ლიტერატურა. ასევე გვაქვს მხატვრული თარგმანის წრეები, სადაც მოსწავლეები თარგმნიან ცნობილი ინგლისელი და ამერიკელი მწერლების მცირე ზომის მოთხრობებს, ითარგმნა ოსკარ უალდის, სომერსეტ მოემის, ჰემინგუეის მოთხრობები. მერმისელები მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებში (KING’S, ROBINSON) და არაერთი გამარჯვებულიც გვყოლია. უცხო ენების კათედრა წლის განმავლობაში ინგლისურ და რუსულ ენებზე იდგმება სპექტაკლები დაწყებით საფეხურზე, „ლურჯი ფრინველი“, „საშობაო სიმღერა“, „ოსკარ უალდის მოთხრობები“. ყოველწლიური ეწყობა საახალწლო და სააღდგომო ღონისძებები, პოეზიის საღამოები „ნახვამდის შემოდგომა, გამარჯობა ზამთარო“, „ანბანთან დამშვიდობება“. მერმისელების მონაწილეობით მომზადდა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტები ინგლისურ ენაზე, „გლობალური დათბობა“ „გადაშენებული ცხოველები“, „მე მიყვარს დეტექტივები“, „გადავარჩინოთ დედამიწა“ ინტეგრირებული პროექტი საბუნებისმეტყველო კათედრასთან ერთად, „თანამედროვე მეცნიერება მალარიასთან ბრძოლაში, გენმოდიფიცირება“.
აღსანიშნავია, რომ „მერმისის“ კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებზე იღებენ მაღალ ქულებს და მაღალი საგრანტო დაფინანსებით აბარებენ დასავლეთის ინგლისურენოვან უმაღლეს სასწავლებლებში და წარმატებებსაც აღწევენ.