შპს არასახელმწიფო საერო ზოგადსაგნმანათლებლო საშულო სკოლა მერმისის
მისიაა აღზარდოს მოსწავლეები განათლებულ, მცოდნე, პატრიოტ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე, თავისუფალ მოქალაქეებად. მისცეს მათ ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება; განუვითაროს პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უნარი, თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირების მიზნით.

მიზნები და ამოცანებია:
✔ მოსწავლეებისთვის თითოეულ აკადემიურ საგანში სიღრმისეული ცოდნის მიცემა; მათთვის სხვადასხვა უნარების (თანამშრომლობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და ა.შ) განვითარება;

✔ კვალიფიციური კადრების მოზიდვა და ზრუნვა მათ პროფესიულ განვითარებაზე;
✔ ინოვაციური პროგრამების დანერგვა;
✔ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია;
✔ კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
✔ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო, სოციალური და ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა, ადაპტირებული გარემოს შექმნა;
✔ ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოცია;
✔ მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის წახალისება და მათი მიღწევების აღიარება;
✔ მოსწავლეებში საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.