,,მე მინდოდა ისეთი სკოლა შემექმნა, რომელიც ბავშვებს ეყვარებოდათ’’ სწორედ ეს სიტყვები იყო და არის სკოლის ძირითადი პრიორიტეტის განმსაზღვრელი.

პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული გუნდი, მრავალფეროვანი და ინდივიდუალური მეთოდებით სწავლება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული დამოკიდებულება, მშობლებსა და სკოლას შორის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა, ყოველთვის განსაზღვრავს სასურველ შედეგს, რომელიც უკვე ათეულობით წლებია მოიცავს უამრავ წარმატებულ კურსდამთავრებულს. მათ შეძლეს სკოლაში მიღებული განათლებით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენი მისიაა მერმისელებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, ჰქონდეთ თავისუფალი აზროვნების უნარი და წარმატებული მომავალი.
,,მერმისი’’ ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა საქართველოში. სკოლის გახსნის იდეას, რომელიც ქეთევან დოლიძეს ეკუთვნოდა, ლალი ვაშაკიძესთან და მანანა მალაზონიასთან ერთად 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი.
დღესდღეობით, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პედაგოგიური კოლექტივით, რომელიც ძალას და ენერგიას არ იშურებს და ყველაფერს აკეთებს სკოლის წინსვლისთვის. ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, რომლებმაც იციან ერთმანეთის გვერდში დგომა და პატივისცემა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებით, რომლებიც წარმატებით განაგრძობენ სწავლას, როგორც საქართველოს, ასევე   მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.