ძვირფასო მშობლებო, მოხარული ვართ რომ ჩვენი სკოლით დაინტერესდით, იმედი გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის, ენდეთ ჩვენ გამოცდილებას! მერმისი უკვე 28 წლისაა.

სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს დაწყებით (I–VI), საბაზო (VII–IX) და საშუალო (X–XII) საფეხურის კლასებში. სასწავლო წელი ითვალისწინებს 2 სემესტრს, ხუთდღიან სასწავლო კვირას;

ჩვენ სკოლაში:
✔ მცირერიცხოვანი კლასები;
✔ უცხო ენების გაძლიერებული სწავლება, ინგლისური ენა TOEFEL-ის პროგრამით პირველი კლასიდან,  რუსული მესამე კლასიდან, ესპანური და გერმანული ენები მეშვიდე კლასიდან არჩევით;
✔ ინგლისური ენა ისწავლება გაზრდილი საათების რაოდენობით, მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში ინგლისურ ენაში არიან სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღლა C1-დონეზე.

სკოლა, სასწავლო პროცესში იყენებს  მრავალფეროვან  საგანმანათლებლო რესურსს:
✔ გრიფირებული სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, ელექტრონული რესურსები და ა.შ.
✔ სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საგნობრივი კაბინეტები;
✔ სკოლას აქვს თეატრსტუდია  1998 წლიდან;
✔ სასწავლო პროცესში შედის მოსწავლეთა გასვლითი და ღია გაკვეთილები, ექსკურსიები, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობა, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები.

დაწყებითი საფეხურის (I-VI) თითოეულ კლასი:
✔ აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშაა;
✔ მოსწავლეები სკოლაში რჩებიან 17:00-მდე;
✔ დღის მეორე ნახევარში ხდება საშინაო დავალებების მომზადება;
✔ კვება I-IV კლასებში ორჯერადია, V-VI კლასებში ერთჯერადი;
✔ კვების მენიუს ადგენს ექიმი დიეტოლოგი;
საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებს კურირებენ დამრიგებლები;

სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური სამსახური, რომლის მოვალეობაა:
✔ პირველკლასელთა დიაგნოსტიკის ჩატარება სასკოლო მზაობის შემოწმების მიზნით;
✔ პრობლემურ სიტუაციებში მოსწავლეთა ქცევის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგემვა;
✔ სასწავლო და სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეების მონიტორინგი;
✔ სსსმ მოსწავლისათვის ადაპტირებული მეთოდების შერჩევაში მასწავლებლების დახმარება;
✔ I-II კლასებში მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციის, სასკოლო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ინტელექტუალური თამაშების საათების ჩატარება;

ჩვენ გთავაზობთ სწავლის საფასურის გადახდის მოქნილ და მრავალფეროვან სისტემას;
✔ გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი;

✔ სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა საშეღავათო პირობა;

2022-23 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
გაკვეთილების ცხრილის საათობრივი გრაფიკი
წლიური გამოცდების ჩამონათვალი

სკოლაში მიღებისთვის საჭიროა:
1
მშობლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე
2
მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
3
მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, აცრების მიმდინარე კალენდრით
4
ორი ფოტო ¾ - ზე
5
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
6
სასკოლო მზაობა მოწმდება სკოლის ფსიქოლოგის მიერ