კათედრის ხელმძღვანელი – რუსუდან ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
ლალი ვაშაკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი;
• ნინო თევდორაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• ბელა ბარკალაია, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• ლია საჩანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• თეონა მახარაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;

       ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო პროცესში. ერთი მხრივ, იგი წიგნიერების  საფუძველია, მეორე მხრივ –  ეროვნული თვითშემეცნების  მნიშვნელოვანი საყრდენს წარმოადგენს.  მშობლიური ლიტერატურის სწავლება ეფუძნება სხვადასხვა სახის მხატვრულ  და არამხატვრულ ტექსტებს, საპროგრამო მასალასთან ერთად მოსწავლეებს ვაწვდით საინტერესო და მნიშვნელოვან  დამატებით მასალას.  ვამყარებთ კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან (თეატრი, კინო, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) ლიტერატურის სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს გემოვნებიანი, კულტურული, ნაკითხი ადამიანების აღზრდას; ბავშვი პირველად სწორედ მხატვრულ ლიტერატურაში აწყდება ცხოვრებისეულ პრობლემებს და იწყებს ფიქრს მათი გადაჭრის გზებზე, ამიტომ ლიტერატურა ცხოვრების მასწავლებელიცაა. აქედან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება იძლევა საშუალებას  ჩატარდეს  ცოცხალი, სახალისო საგანთაშორისი კავშირებით გამრავალფეროვნებული გაკვეთილები; აქ ეყრება საფუძველი მომავალ უნარებსა და წიგნიერებას. დაწყებით საფეხურიდანვე ხალისით ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, შემოქმედებით საქმიანობაში, მიზნობრივ თამაშებსა და კომპლექსური დავალებების შესრულებაში; კვირაში ერთხელ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უტარდებათ წიგნიერების საათი, სადაც კითხულობენ და განიხილავენ საბავშვო ლიტერატურას, აწყობენ წაკითხული წიგნების პრეზენტაციებს, მეგობრებში  რეკლამას უწევენ  წაკითხულ წიგნებს; დადიან თეატრებში და წერენ შთაბეჭდილებებს, ქმნიან პოსტერებს, პლაკატებს, აფიშებს. წერენ მოთხრობებს, ზღაპრებს, ქმნიან ხელნაკეთ  კრებულებს. ყოველწლიურად ტარდება ღონისძიებები დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეებმა მოინახულეს ხელნაწერთა ინსტიტიტი, ნახეს დოკუმენტური ფილმები,  ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნეს  კომიქსები.
     საბაზო და საშუალო საფეხურებზე აქტიურდება ლიტერატურათმცოდნეობითი საკითხები, რომელიც ავითარებს აზროვნებას, გემოვნებას, ესთეტიკურ ხედვას, მოსწავლის ემოციურ ჩამოყალიბებას.  ჩნდება კულტურათაშორისი კავშირები. მოსწავლეები მუშაობენ ლიტერატურულ პარალელებზე,  მსჯელობენ ლიტერატურაში ასახულ გლობალურ  პრობლემებზე. ხშირად ეწყობა დისკუსიები, პრეზენტაციები, კონფერენციები.
     კათედრის ორგანიზებით ხორციელდება  საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები. მე-8 კლასში ჩატარდა კონფერენცია „ჩვენ ვსწავლობთ ლიტერატურულ აზროვნებას“, მე-11 კლასებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-შემეცნებით კონფერენციაში „რომანტიზმი ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში“; აღსანიშნავია კომპლექსური სამუშაოები „ლიტერატურული პირველწყარო და მისი ეკრანიზაცია“,  რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა არაერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“, და „კაცია ადამიანი“, ა.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ნოდარ დუმბაძის „ბოშები“,  მ. ჯავახიშვილის „მიწის ყივილი“,   ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“ და სხვა.
     ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე „მსოფლიო დიქტატორები“,  „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეების  ფოლკლორი, ხალხური კულტურა, ეთნოგრაფია და ტრადიციები.  პერიოდულად გამოდის  ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი “მერმისი“.
     მოსწავლეებთან თანამშრომლობას,  ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, საგნისა და პროფესიის სიყვარულს  ყოველთვის მოაქვს შედეგი.

უფროსი მასწავლებელი
თეონა მახარაშვილი
უფროსი მასწავლებელი
ლიკა საჩანელი
უფროსი მასწავლებელი
ნინო თევდორაძე
კათედრის ხელმძღვანელი
რუსუდან ცეცხლაძე

კათედრის ხელმძღვანელი – მანანა შარაბიძე, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
• ნინო აბრამიშვილი, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• მაია ბალანჩივაძე, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• მარინე ბალანჩივაძე-ჭყონია, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• ნინო მესხი, რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი;
• ლიანა ქრისტესიაშვილი, რუსული ენის უფროსი მასწავლებელი;
• ელენე აბაზაძე, ესპანური ენის მოწვეული მასწავლებელი;

სკოლა “მერმისში” უცხო ენების სწავლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ისწავლება ინგლისური (პირველი ენა), მეორე ენა – არჩევითი პრინციპით  რუსული, ან  ესპანური ენები. აღსანიშნავია , რომ მეორე ენა „მერმისში იწყება მე-3 კლასიდან , ნაცვლად მე-5 კლასისა.
ინგლისური ენა ისწავლება გაძლიერებულად, გაყოფილ კლასებში გაზრდილი საათებით  III-IVკლასებში 3-4 სთ;  V-XII კლასებში 5 საათი . მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში ინგლისურ ენაში არიან სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღლა (C1). სკოლას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება “English Book Education” -თან, რომლის მედიატორობით წელიწადში ორჯერ ტარდება საერთაშორიშო სასერთიფიკატო გამოცდა “TOEFL”-ში. ჩვენი სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე მოსწავლეები იმდენად მაღალ შედეგებზე გადიან ამ გამოცდებზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია TOEFL-მა სკოლა „მერმისს“ მიანიჭა TOEFL-ის ოფიციალური ელჩის სტატუსი.
სასკოლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ინგლისის და ამერიკის ისტორია და ლიტერატურა. ასევე გვაქვს მხატვრული თარგმანის წრეები, სადაც მოსწავლეები თარგმნიან ცნობილი ინგლისელი და ამერიკელი მწერლების მცირე ზომის მოთხრობებს, ითარგმნა ოსკარ უალდის, სომერსეტ მოემის, ჰემინგუეის მოთხრობები. მერმისელები მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებში (KING’S, ROBINSON) და არაერთი გამარჯვებულიც გვყოლია. წლის განმავლობაში ინგლისურ და რუსულ ენებზე იდგმება სპექტაკლები დაწყებით საფეხურზე, „ლურჯი ფრინველი“, „საშობაო სიმღერა“, „ოსკარ უალდის მოთხრობები“. ყოველწლიურად ეწყობა საახალწლო და სააღდგომო ღონისძიებები, პოეზიის საღამოები „ნახვამდის შემოდგომა, გამარჯობა ზამთარო“, „ანბანთან დამშვიდობება“. მერმისელების მონაწილეობით მომზადდა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტები ინგლისურ ენაზე, „გლობალური დათბობა“, „გადაშენებული ცხოველები“, „მე მიყვარს დეტექტივები“, „გადავარჩინოთ დედამიწა“, ინტეგრირებული პროექტი საბუნებისმეტყველო კათედრასთან ერთად, „თანამედროვე მეცნიერება მალარიასთან ბრძოლაში, გენმოდიფიცირება“.
აღსანიშნავია, რომ  „მერმისის“ კურსდამთავრებულები  ეროვნულ გამოცდებზე   იღებენ მაღალ ქულებს  და მაღალი საგრანტო დაფინანსებით  აბარებენ   დასავლეთის  ინგლისურენოვან უმაღლეს სასწავლებლებში  და    წარმატებებსაც აღწევენ.

უფროსი მასწავლებელი
ლია ქრისტესიაშვილი
წამყვანი მასწავლებელი
ნინო მესხი
უფროსი მასწავლებელი
ნანა ჭილაია
უფროსი მასწავლებელი
ნინო აბრამიშვილი
უფროსი მასწავლებელი
მაია ბალანჩივაძე
უფროსი მასწავლებელი
მარიანა ბალანჩივაძე
კათედრის ხელმძღვანელი
მანანა შარაბიძე

კათედრის ხელმძღვანელი – ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
• თეიმურაზ შენგელია, მათემატიკის და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი;
• თამარ გოგიშვილი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;
• ინგა ჯღარკავა, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;

მათემატიკის კათედრის მუშაობის ძირითადი პრინციპებია:
• სასწავლო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული   სასწავლო  პროცესის  დაგეგმვას, სწავლების  მრავალფეროვანი   მეთოდებისა  და    მრავალმხრივი   შეფასების   სისტემის  გამოყენებას;
• მოსწავლეთათვის ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება;
• მოსწავლეებისათვის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების და მეტაკოგნიტური  უნარების განვითარება;
• მოსწავლეთა ინფორმირება და ჩართვა სხვადასხვა სასწავლო პროექტებში და ოლიმპიადებში;
• კათედრის თითოეული წევრის პროფესიული განვითარება;
• თანამშრომლობა კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია ის, რომ „მერმისის“ მოსწავლეების ძირითადი ნაწილი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, მასწავლებლებთან ერთად ერთ გუნდად შეკრულებს არ გვეშინია გამოწვევების, პირიქით, მაგალითად, პანდემიის დასაწყისში, მათემატიკის კათედრა, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ონლაინ სწავლებაში ჩაერთო. EDU. ARIS. GE -მ თავის გვერდზე დაპოსტა კიდეც ამის შესახებ.მათემატიკის კათედრა ბევრი საინტერესო წამოწყების ავტორია და არამარტო სასკოლო პროექტების.  სწორედ ჩვენი კონფერენციის, მასზე წარმოდეგნილი თემების და რესურსების ნახვის შემდეგ გაუჩნდა „მათემატიკური რესურსების გამოფენის“ იდეა პროექტის ავტორს, დაჩი ნანობაშვილს, რომელიც 14 მარტს, -ს საერთაშორისო დღეს დაუკავშირა. რამდენჯერმე  მივიღეთ მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე სასკოლო დღესასწაულად გვექცია და ყველა მოსწავლეს ეზეიმა. ვზეიმობთ კიდეც. არაერთი გამორჩეული ღონისძიება ჩავატარეთ.
ერთ-ერთი სასკოლო დღესასწაულია „მათემატიკის ფესტივალი“, რომელიც, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში იმართება და რომელშიც დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეა ჩართული. პროექტი, რომელიც, ასევე, ტრადიციად იქცა და რომლითაც პირველები ვართ საქართველოს მასშტაბით, არის „მერმისის“ მოსწავლეთა ჯგუფის ვიზიტი ჟენევაში, CERN-ში, ბირთვული კვლევების ცენტრში. პროექტი  ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.  გარდა კვლევითი ცენტრის დათვალიერებისა, მოსწავლეებთან ერთად ვმოგზაურობთ შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში და ვეცნობით ღირშესანიშნაობებს, ვსტუმრობთ ჩარლი ჩაპლინის მუზეუმს,  სათხილამურო ტრასებს  შვეიცარიის ალპებში.
„მერმისის“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო მათემატიკურ პროექტებში, ოლიმპიადებში (მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ) და წარმატებულადაც. ერთ-ერთი ასეთი პროექტია  M-ვექტორი, რომელშიც გაერთიანებული არიან  მსოფლიოში ცნობილი ქართველი  მათემატიკოსები (მამუკა ჯიბლაძე, მიშა მანია და ა.შ). ამ  პროექტის მიზანია, გამოავლინოს არასტანდარტული მიდგომების და აზროვნების მოსწავლეები და განკუთვნილია მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროეტის ერთ-ერთი გამარჯვებული მერმისელია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში.  სკოლაში არსებობს „მათემატიკის ლაბორატორია“, სადაც მოსწავლეებთან ერთად ვქმნით სასწავლო რესურსებს. მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, ასევე, სასწავლო დანიშნულება აქვთ. ხშირად, მოსწავლეები თავად არიან ინიციატორები საინტერესო წამოწყების.  მაგალითად, უფროსკლასელებმა შექმნეს მათემატიკური ვებ-გვერდი, რომელზეც სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული საინტერესო მათმატიკური პროექტები აიტვირთება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესის და მოტივაციის გაზრდას მათემატიკის სწავლებაში. ჩვენთვის საამაყოა ის, რომ „მერმისში“ მიღებული ცოდნით და სასკოლო პროგრამის ფარგლებში  ჩატარებული სააბიტურო საათებით  „მერმისის“ კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ მისაღებ გამოცდებს მათემატიკაში, როგორც საქართველოს, ასევე, ევროპის და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში. მათემატიკის კათედრის წევრები აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, სხვა კათედრებთან, ვაკეთებთ საერთო პროექტებს, მუდმივად ვეძებთ სიახლეებს და ვნერგავთ სასწავლო პროცესში.  სასწავლო წელიც დავიწყეთ სიახლით –  დავდეთ  ხელშეკრულება English Book Education-თან და დაწყებით საფეხურზე შემოვიტანეთ ახალი პროგრამა, რომელიც, იმედია, კიდევ უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს.

უფროსი მასწავლებელი
თამარ გოგიშვილი
უფროსი მასწავლებელი
ინგა ჯღარკავა
უფროსი მასწავლებელი
თემურ შენგელია
კათედრის ხელმძღვანელი
ეკა ჩიხლაძე

კათედრის ხელმძღვანელი – ქეთევან მაღრაძე, ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი;
წევრები:
• ლალი ბარკალაია, ქიმიის უფროსი მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგე;
• თეიმურაზ შენგელია, მათემატიკის და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი;
• ნინიკო ხუჭუა, ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი;

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო მეთოდის დანერგვას და საგანთა შორის ინტეგრირებას. ჩვენი კათედრის მასწავლებლები გეგმავენ და ახორციელებენ მრავალფეროვან აქტივობებს: პრეზენტაციებს, ინტეგრირებულ პროექტებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, რათა მოსწავლეებს გაუჩნდეთ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მოტივაცია, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, იზრუნონ გარემოზე და მონაწილეობა მიიღონ გარემოს დაცვით ღონიძიებებში.  ამ მრავალრიცხოვან აქტივობებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მერმისელების მომზადებული ინტეგრირებული პროექტები,  ,,ატომის ისტორია“, „ორგანული ნაერთები ყოფა-ცხოვრებაში“,  „ნაადრევი ქორწინების ბიოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები“.  მეხუთე  კლასში ჩატარდა პროექტი “პლანეტები” – თეატრალიზიტებული წარმოდგენა, ასევე   მეექვსეკლასელებმა წარმოადგინეს  ჯგუფური პრეზენტაცია „ქართული ვაზი“; მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გაგვაცნეს ქართული ვაზის ენდემური ჯიშები, არქეოლოგიური არტეფაქტები, წარმოგვიდგინეს საინტერესო მასალა, თუ როგორ აისახა ვაზის კულტი ქართულ ლექსიკასა და ტრადიციებში.
აღსნიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნები განსაკუთრებით აფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს და  აზროვნების მასშტაბებს, ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება   „მერმისის“  მასწავლებელთა  დამსახურებაა.

უფროსი მასწავლებელი
ლალი ბარკალაია
კათედრის ხელმძღვანელი
ქეთევან მაღრაძე

კათედრის ხელმძღვანელი – მედეა ტოტოჩავა, გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
• ქეთევან ჯიქია, ისტორიის უფროსი მასწავლებელი;
• ბექა გაჩეჩილაძე, ისტორიის უფროსი მასწავლებელი;
• თინიკო არსენიძე, მე და საზოგადოების უფროსი მასწავლებელი;
• ირმა ქობულაშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი;

კათედრის მიზანია, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება – მოვალეობების გაცნობიერებაში. სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
• ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
• ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.
• სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები.
• იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით კათედრის წევრები ვახორციელებთ მრავალფეროვან აქტივობებს: პრეზენტაციებს, ინტეგრირებულ პროექტებს, ვაწყობთ მიზნობრივ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიული და გეოგრაფიული მრავალფეროვნებების გაცნობის მიზნით. საპროგრამო მასალასთან ერთად მოსწავლეებს ვაწვდით მნიშვნელოვან და საინტერესო დამატებით მასალას სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური გლობალური პრობლემების შესახებ, ეწყობა მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტები, „ცას შეახმა თოლიების სისხლი“, რომელიც  აფხაზეთის ომს მიეძღვნა, „ჩემი საქართველო აქ არის“, სადაც საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვაა,  „მდგრადი განვითარების მიზნები – 21-ე საუკუნის გამოწვევა“, „მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველო – ტურისტული გზამკვლევი“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიღებული განათლება   განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მოქალაქეობრივი თვითშეგნებით,   ისინი აღჭურვილი არიან იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც ხელს უწყობს  თავი დაიმკვიდრონ ცხოვრებაში. ამას მათი წარმატებული კარიერაც ადასტურებს.

უფროსი მასწავლებელი
ქეთევან ჯიქია
კათედრის ხელმძღვანელი
მედეა ტოტოჩავა

კათედრის ხელმძღვანელი – ნინო სოლტიში, მუსიკისა და კინოხელოვნების უფროსი მასწავლებელი, ესგ ექსპერტი;
წევრები:
• ქეთევან ყიფიანი, ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
• ქეთევან ურუშაძე, ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
• ნინო გომარელი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამხმარე მასწავლებელი

სკოლა „მერმისი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ხელოვნების სხვადასხვა დარგების სწავლებისა და სპორტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით. ჩვენი კათედრა აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მისი მუშაობა ეფუძნება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების და შემოქმედებითი თანამშრომლობის პრინციპებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროექტების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ საშუალება არა მხოლოდ განიხილონ ხელოვნების სხვადასხვა დარგები ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში, ასევე შეასრულონ ერთობლივი შემოქმედებითი სამუშაოები. წელიწადში ორჯერ, სკოლაში ტარდება შემაჯამებელი ღონისძიებები, საახალწლო და საგაზაფხულო კონცერტები და სპექტაკლები;  ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: „მუსიკალური კალენდარი“, „ვან გოგის სტენდი“, “ერთი შედევრის ისტორია“.
დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებასაც, იქნება ეს ხელოვნების,  მუსიკის თუ სხვა დისციპლინის  ან სოციალური  პროექტები. ამგვარი სამუშაო ეხმარება მოსწავლეებს აღიქვან საგანთაშორის კავშირი, დაინახონ ხელოვნების დარგები სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში: მაგალითად, სოციალური პროექტი: „1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“; ყოველწლიური საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებს;     „აირჩიე ლაღად მერმისი“, რომელიც  კინოხელოვნების  სწავლების ფარგლებში განხორციელდა. მეთერთმეტე კლასის  მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიებზე   გადაიღეს დოკუმენტური  ფილმები, სადაც წარმოაჩინეს პროფესიონალების გამოცდილება.   ინტეგრირებული პროექტები: „მათემატიკური ვიქტორინა „ევრიკა“, „Save the planet”.

თანამშრომლობის   უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. სწორედ ამას ემსახურება აქცენტი სპორტულ – გუნდურ თამაშებზე ფიზიკური აღზრდის  გაკვეთილებზე. სკოლაში ყოველწლიურად ტარდება შიდასასკოლო ტურნირები მინი ფეხბურთში, ხელბურთში და მძლეოსნობაში. ასეთია „მხიარული სტარტები“ დაწყებით საფეხურზე,  ტურნირი მინი ფეხბურთში „ჯეკოს თასი“-   საბაზო და საშუალო საფეხურზე.
ხელოვნების, ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა მოსწავლეებისთვის ხშირად აწყობს გასვლით გაკვეთილებს სხვადასხვა მუზეუმებში, კონცერტებსა თუ კინოჩვენებებზე. ჩვენი კათედრის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას სკოლის გარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში, კონკურსებზე, ფესტივალებზე. სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Giffon-ის  კინოფესტივალზე, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში.

უფროსი მასწავლებელი
ქეთი ურუშაძე
უფროსი მასწავლებელი
ქეთევან ყიფიანი
კათედრის ხელმძღვანელი
ნინო სოლტიში