დედაენის დღე

დედაენის დღე

დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლა ”მერმისის” VII ა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, რუსუდან ცეცხლაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში ჩაატარეს ღონისძიება ”ჩვენ ვიცავთ ქართული ენის სიწმინდეს”.

დაბეჭდეს და გაავრცელეს ბროშურები, რომლებშიც შეიტანეს მეტყველებაში დამკვიდრებული შეცდომები და მათი სწორი ფორმები. საზოგადოებას შესთავაზეს სახალისო ენობრივი თამაშები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის პანთეონი, შემდეგ მათ უმასპინძლა თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა და ჩატარდა ექსკურსია თსუ-ს პირველ კორპუსში.