ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

კათედრის გამგე – რუსუდან ცეცხლაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
ლალი ვაშაკიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი;
• ნინო თევდორაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• ბელა ბარკალაია, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• ლია საჩანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;
• თეონა მახარაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი;

       ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საგანმანათლებლო პროცესში. ერთი მხრივ, იგი წიგნიერების  საფუძველია, მეორე მხრივ –  ეროვნული თვითშემეცნების  მნიშვნელოვანი საყრდენს წარმოადგენს.  მშობლიური ლიტერატურის სწავლება ეფუძნება სხვადასხვა სახის მხატვრულ  და არამხატვრულ ტექსტებს, საპროგრამო მასალასთან ერთად მოსწავლეებს ვაწვდით საინტერესო და მნიშვნელოვან  დამატებით მასალას.  ვამყარებთ კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან (თეატრი, კინო, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) ლიტერატურის სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს გემოვნებიანი, კულტურული, ნაკითხი ადამიანების აღზრდას; ბავშვი პირველად სწორედ მხატვრულ ლიტერატურაში აწყდება ცხოვრებისეულ პრობლემებს და იწყებს ფიქრს მათი გადაჭრის გზებზე, ამიტომ ლიტერატურა ცხოვრების მასწავლებელიცაა. აქედან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება იძლევა საშუალებას  ჩატარდეს  ცოცხალი, სახალისო საგანთაშორისი კავშირებით გამრავალფეროვნებული გაკვეთილები; აქ ეყრება საფუძველი მომავალ უნარებსა და წიგნიერებას. დაწყებით საფეხურიდანვე ხალისით ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, შემოქმედებით საქმიანობაში, მიზნობრივ თამაშებსა და კომპლექსური დავალებების შესრულებაში; კვირაში ერთხელ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უტარდებათ წიგნიერების საათი, სადაც კითხულობენ და განიხილავენ საბავშვო ლიტერატურას, აწყობენ წაკითხული წიგნების პრეზენტაციებს, მეგობრებში  რეკლამას უწევენ  წაკითხულ წიგნებს; დადიან თეატრებში და წერენ შთაბეჭდილებებს, ქმნიან პოსტერებს, პლაკატებს, აფიშებს. წერენ მოთხრობებს, ზღაპრებს, ქმნიან ხელნაკეთ  კრებულებს. ყოველწლიურად ტარდება ღონისძიებები დედაენის ენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეებმა მოინახულეს ხელნაწერთა ინსტიტიტი, ნახეს დოკუმენტური ფილმები,  ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნეს  კომიქსები.
     საბაზო და საშუალო საფეხურებზე აქტიურდება ლიტერატურათმცოდნეობითი საკითხები, რომელიც ავითარებს აზროვნებას, გემოვნებას, ესთეტიკურ ხედვას, მოსწავლის ემოციურ ჩამოყალიბებას.  ჩნდება კულტურათაშორისი კავშირები. მოსწავლეები მუშაობენ ლიტერატურულ პარალელებზე,  მსჯელობენ ლიტერატურაში ასახულ გლობალურ  პრობლემებზე. ხშირად ეწყობა დისკუსიები, პრეზენტაციები, კონფერენციები.
     კათედრის ორგანიზებით ხორციელდება  საინტერესო ლიტერატურული ღონისძიებები. მე-8 კლასში ჩატარდა კონფერენცია „ჩვენ ვსწავლობთ ლიტერატურული აზროვნებას“, მე-11 კლასებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-შემეცნებით კონფერენციაში „რომანტიზმი ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში“; აღსანიშნავია კომპლექსური სამუშაოები „ლიტერატურული პირველწაყარო და მისი ეკრანიზაცია“,  რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა არაერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და „კაცია ადამიანი“, ა.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ნოდარ დუმბაძის „ბოშები“,  მ. ჯავახიშვილის „მიწის ყივილი“,   ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“ და სხვა.
     ჩარატდა პრეზენტაციები თემაზე „მსოფლიო დიქტატორები“,  „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეების  ფოლკლორი, ხალხური კულტურა, ეთნოგრაფია და ტრადიციები.  პერიოდულად გამოდის  ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი “მერმისი“.
     მოსწავლეებთან თანამშრომლობას,  ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, საგნისა და პროფესიის სიყვარულს  ყოველთვის მოაქვს შედეგი.