უცხო ენების კათედრა

კათედრის გამგე – მანანა შარაბიძე, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
• ნინო აბრამიშვილი, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• მაია ბალანჩივაძე, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• მარინე ბალანჩივაძე-ჭყონია, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი;
• ნინო მესხი, რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი;
• ლიანა ქრისტესიაშვილი, რუსული ენის უფროსი მასწავლებელი;
• ელენე აბაზაძე, ესპანური ენის მოწვეული მასწავლებელი;

     სკოლა “მერმისში” უცხო ენების სწავლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ისწავლება ინგლისური (პირველი ენა), მეორე ენა – არჩევითი პრინციპით  რუსული ან  ესპანური ენები. აღსანიშნავია , რომ მეორე ენა „მერმისში იწყება მე-3 კლასიდან , ნაცვლად მე-5 კლასისა.
     ინგლისური ენა ისწავლება გაძლიერებულად, გაყოფილ კლასებში გაზრდილი საათებით  III-IVკლასებში 3-4 სთ;  V-XII კლასებში 5 საათი . მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში ინგლისურ ენაში არიან სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღლა (C1). სკოლას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება “English Book Education” -თან, რომლის მედიატორობით წელიწადში ორჯერ ტარდება საერთაშორიშო სასერთიფიკატო გამოცდა “TOEFL”-ში. ჩვენი სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე მოსწავლეები იმდენად მაღალ შედეგებზე გადიან ამ გამოცდებზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია TOEFL-მა სკოლა „მერმისს“ მიანიჭა TOEFL-ის ოფიციალური ელჩის სტატუსი.
     სასკოლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ინგლისის და ამერიკის ისტორია და ლიტერატურა. ასევე გვაქვს მხატვრული თარგმანის წრეები, სადაც მოსწავლეები თარგმნიან ცნობილი ინგლისელი და ამერიკელი მწერლების მცირე ზომის მოთხრობებს, ითარგმნა ოსკარ უალდის, სომერსეტ მოემის, ჰემინგუეის მოთხრობები. მერმისელები მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებში (KING’S, ROBINSON) და არაერთი გამარჯვებულიც გვყოლია. უცხო ენების კათედრა  წლის განმავლობაში ინგლისურ და რუსულ ენებზე იდგმება სპექტაკლები დაწყებით საფეხურზე, „ლურჯი ფრინველი“, „საშობაო სიმღერა“, „ოსკარ უალდის მოთხრობები“. ყოველწლიური ეწყობა საახალწლო და სააღდგომო ღონისძებები, პოეზიის საღამოები „ნახვამდის შემოდგომა, გამარჯობა ზამთარო“, „ანბანთან დამშვიდობება“. მერმისელების მონაწილეობით მომზადდა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტები ინგლისურ ენაზე, „გლობალური დათბობა“ „გადაშენებული ცხოველები“, „მე მიყვარს დეტექტივები“, „გადავარჩინოთ დედამიწა“ ინტეგრირებული პროექტი საბუნებისმეტყველო კათედრასთან ერთად, „თანამედროვე მეცნიერება მალარიასთან ბრძოლაში, გენმოდიფიცირება“.
   აღსანიშნავია, რომ  „მერმისის“ კურსდამთავრებულები  ეროვნულ გამოცდებზე   იღებენ მაღალ ქულებს  და მაღალი საგრანტო დაფინანსებით  აბარებენ   დასავლეთის  ინგლისურენოვან უმაღლეს სასწავლებლებში  და    წარმატებებსაც აღწევენ.