საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა

კათედრის გამგე – ქეთევან მაღრაძე, ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი;
წევრები:
• ლალი ბარკალაია, ქიმიის უფროსი მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგე;
• 
თეიმურაზ შენგელია, მათემატიკის და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი, სახელმძღვანელოების ავტორი;
• ნინიკო ხუჭუა, ბუნებისმეტყველების უფროსი მასწავლებელი;

     საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო მეთოდის დანერგვას და საგანთა შორის ინტეგრირებას. ჩვენი კათედრის მასწავლებლები გეგმავენ და ახორციელებენ მრავალფეროვან აქტივობებს: პრეზენტაციებს, ინტეგრირებულ პროექტებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს, რათა მოსწავლეებს გაუჩნდეთ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის მოტივაცია, შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, იზრუნონ გარემოზე და მონაწილეობა მიიღონ გარემოს დაცვით ღონიძიებებში.  ამ მრავალრიცხოვან აქტივობებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მერმისელების მომზადებული ინტეგრირებული პროექტები,  ,,ატომის ისტორია“, „ორგანული ნაერთები ყოფა-ცხოვრებაში“,  „ნაადრევი ქორწინების ბიოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები“.  მეხუთე  კლასებში ჩატარდა პროექტი პლანეტები – თეატრალიზიტებული წარმოდგენა, ასევე   მეექვსეკლასელებმა წარმოადგინეს  ჯგუფური პრეზენტაცია „ქართული ვაზი“; მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გაგვაცნეს ქართული ვაზის ენდემური ჯიშები, არქეოლოგიური არტეფაქტები, წარმოგვიდგინეს საინტერესო მასალა, თუ როგორ აისახა ვაზის კულტი ქართულ ლექსიკასა და ტრადიციებში.
     აღსნიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნები განსაკუთრებით აფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს და  აზროვნების მასშტაბებს, ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება   „მერმისის“  მასწავლებელთა  დამსახურებაა.