85185653_128699831795096_397359469303955456_n
საქველმოქმედო სპექტაკლი, უილიამ შექსპირის კომედია ,, ზაფხულის ღამის სიზმარი”

🎭 👫 სკოლა ,, მერმისის’’ თეატრ-სტუდიამ წარმოადგინა საქველმოქმედო სპექტაკლი, უილიამ შექსპირის კომედია ,, ზაფხულის ღამის სიზმარი”რეჟისორიგრიგოლ ჟორდანია

შემოდგომა საქართველოში
კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პროექტი – „შემოდგომა საქართველოში“ წარუდგინეს

თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ IV კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პროექტი – „შემოდგომა საქართველოში“ წარუდგინეს. IV კლასის დამრიგებელი ეკა ჯიქია გახლავთ.  მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ და ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. იხილეთ ვიდეო

pexels-photo-256520-1200x480
საქველმოქმედო აქცია

4 ივნისს 18 საათზე  “’მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში” ტარდება კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიება.  წარმოდგენილი იქნება: თეატრ  სტუდიის სპექტაკლი “კაცია-ადამიანი”, მუსიკალური სტუდიის კონცერტი, სახვითი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გამოფენა, ფოტოგამოფენა “გადავარჩინოთ ტაო-კლარჯეთი” და ლიტერატურული ალმანახის “მერმისის” პრეზენტაცია. აქცია  საქველმოქმედოა!  მისი  მიზანია  თითოეულმა  მერმისელმა შეიტანოს წვლილი  მახათას  მთაზე ღვთისმშობლის  ტაძრის მშენებლობაში.

დედაენის-დღე5
დედაენის დღე

დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლა ”მერმისის” VII ა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, რუსუდან ცეცხლაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში ჩაატარეს ღონისძიება ”ჩვენ ვიცავთ ქართული ენის სიწმინდეს”. დაბეჭდეს და გაავრცელეს ბროშურები, რომლებშიც შეიტანეს მეტყველებაში დამკვიდრებული შეცდომები და მათი სწორი ფორმები. საზოგადოებას შესთავაზეს სახალისო ენობრივი თამაშები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის პანთეონი, შემდეგ მათ უმასპინძლა თსუ საბავშვო […]