სკოლის მიზნები და ამოცანები
შპს არასახელმწიფო საერო ზოგადსაგნმანათლებლო საშულო სკოლა მერმისის მისიაა აღზარდოს მოსწავლეები განათლებულ, მცოდნე, პატრიოტ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე, თავისუფალ მოქალაქეებად. მისცეს მათ ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება; განუვითაროს პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უნარი, თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირების მიზნით.
სკოლის მიზნები და ამოცანებია
ზოგადსაგანმანათლებლო საერო საშუალო სკოლა “მერმისის” პრიორიტეტები და მისწრაფებებია:
- მოსწავლეებისთვის თითოეულ აკადემიურ საგანში სიღრმისეული ცოდნის მიცემა; მათთვის სხვადასხვა უნარების (თანამშრომლობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და ა.შ) განვითარება;
- კვალიფიციური კადრების მოზიდვა და ზრუნვა მათ პროფესიულ განვითარებაზე;
- ინოვაციური პროგრამების დანერგვა;
- სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაცია;
- კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
- სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო, სოციალური და ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა, ადაპტირებული გარემოს შექმნა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოცია;
- მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობის წახალისება და მათი მიღწევების აღიარება;
- მოსწავლეებში საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.