სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა

კათედრის გამგე – ნინო სოლტიში, მუსიკისა და კინოხელოვნების უფროსი მასწავლებელი, ესგ ექსპერტი;

წევრები:

  • ქეთევან ყიფიანი, ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
  • ქეთევან ურუშაძე, ხელოვნების უფროსი მასწავლებელი
  • ვიქტორია ვახტანგაძე, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უფროსი მასწავლებელი
  • ნინო შუშიაშვილი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დამხმარე მასწავლებელი

 

სკოლა „მერმისი“ ყოველთვის გამოირჩეოდა ხელოვნების სხვადასხვა დარგების სწავლებისა და სპორტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით. ჩვენი კათედრა აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მისი მუშაობა ეფუძნება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების და შემოქმედებითი თანამშრომლობის პრინციპებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროექტების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ საშუალება არა მხოლოდ განიხილონ ხელოვნების სხვადასხვა დარგები ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში, ასევე შეასრულონ ერთობლივი შემოქმედებითი სამუშაოები. წელიწადში ორჯერ, სკოლაში ტარდება შემაჯამებელი ღონისძიებები, საახალწლო და საგაზაფხულო კონცერტები და სპექტაკლები;  ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი: „მუსიკალური კალენდარი“, „ვან გოგის სტენდი“, “ერთი შედევრის ისტორია“.

დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებასაც, იქნება ეს ხელოვნების,  მუსიკის თუ სხვა დისციპლინის  ან სოციალური  პროექტები. ამგვარი სამუშაო ეხმარება მოსწავლეებს აღიქვან საგანთაშორის კავშირი, დაინახონ ხელოვნების დარგები სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში: მაგალითად, სოციალური პროექტი: „1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე“; ყოველწლიური საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოებსა და აქსესუარებს;     „აირჩიე ლაღად მერმისს“, რომელიც  კინოხელოვნების  სწავლების ფარგლებში განხორციელდა. მეთერთმეტე კლასის  მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიებზე   გადაიღეს დოკუმენტური  ფილმები, სადაც წარმოაჩინეს  პროფესიონალების გამოცდილება.   ინტეგრირებული პროექტები: „მათემატიკური ვიქტორინა „ევრიკა“, „Save the planet”.

თანამშრომლობის   უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. სწორედ ამას ემსახურება აქცენტი სპორტულ – გუნდურ თამაშებზე ფიზიკური აღზრდის  გაკვეთილებზე. სკოლაში ყოველწლიურად ტარდება შიდასასკოლო ტურნირები მინი ფეხბურთში, ხელბურთში და მძლეოსნობაში. ასეთია „მხიარული სტარტები“ დაწყებით საფეხურზე,  ტურნირი მინი ფეხბურთში „ჯეკოს თასი“-   საბაზო და საშუალო საფეხურზე.

ხელოვნების, ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა მოსწავლეებისთვის ხშირად აწყობს გასვლით გაკვეთილებს სხვადასხვა მუზეუმებში, კონცერტებსა თუ კინოჩვენებებზე.

ჩვენი კათედრის ხელმძღვანელობით მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას სკოლის გარეთ სხვადასხვა ღონისძიებებში, კონკურსებზე, ფესტივალებზე. სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Giffon-ის  კინოფესტივალზე, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში.