საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა

კათედრის გამგე – მედეა ტოტოჩავა, გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი;
წევრები:
ქეთევან ჯიქია, ისტორიის უფროსი მასწავლებელი;
ბექა გაჩეჩილაძე, ისტორიის უფროსი მასწავლებელი;
თინიკო არსენიძე, მე და საზოგადოების უფროსი მასწავლებელი;
ირმა ქობულაშვილი, კომპიუტერული ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი;

კათედრის მიზანია, მოსწავლეს ჩამოუყალიბოს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება – მოვალეობების გაცნობიერებაში. სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
• ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
• ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.
• სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოსწავლეს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების უნარ-ჩვევები.
• 
იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

     ცოდნისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით კათედრის წევრები ვახორციელებთ მრავალფეროვან აქტივობებს: პრეზენტაციებს, ინტეგრირებულ პროექტებს, ვაწყობთ მიზნობრივ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიული და გეოგრაფიული მრავალფეროვნებების გაცნობის მიზნით. საპროგრამო მასალასთან ერთად მოსწავლეებს ვაწვდით მნიშვნელოვან და საინტერესო დამატებით მასალას სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური გლობალური პრობლემების შესახებ, ეწყობა მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტები, „ცას შეახმა თოლიების სისხლი“, რომელიც  აფხაზეთის ომს მიეძღვნა, „ჩემი საქართველო აქ არის“, სადაც საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვაა,  „მდგრადი განვითარების მიზნები – 21-ე საუკუნის გამოწვევა“, „მეგობრებთან ერთად აღმოაჩინე საქართველო – ტურისტული გზამკვლევი“.
     აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიღებული განათლება   განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კურსდამთაბრებულები გამოირჩევიან მოქალაქეობრივი თვითშეგნებით,   ისინი აღჭურვილი არიან იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც ხელს უწყობთ  თავი დაიმკვიდრონ ცხოვრებაში. ამას მათი წარმატებული კარიერაც ადასტურებს.