ძვირფასო მშობლებო, მოხარული ვართ რომ ჩვენი სკოლით დაინტერესდით, იმედი გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის;
ენდეთ ჩვენ გამოცდილებას! „მერმისი“ უკვე 28 წლისაა;
- სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს დაწყებით (I – VI), საბაზო (VII– IX) და საშუალო (X – XII) საფეხურის კლასებში. სასწავლო წელი ითვალისწინებს 2 სემესტრს, ხუთდღიან სასწავლო კვირას;
- 2022-23 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი – იხილეთ ბმული;
- გაკვეთილების ცხრილის საათობრივი გრაფიკი – იხილეთ ბმული;
- წლიური გამოცდების ჩამონათვალი – იხილეთ ბმული;
- მცირე რიცხოვანი კლასები;
- უცხო ენების გაძლიერებული სწავლება, პირველი უცხო ენა ინგლისური, TOEFEL-ის პროგრამით, მეორე უცხო ენა – რუსული, ესპანური, გერმანული;
- ინგლისური ენა ისწავლება გაზრდილი საათების რაოდენობით, მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში ინგლისურ ენაში არიან სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღლა C1-დონეზე.
- რუსული, ესპანური და გერმანული ენები ჩვენთან ისწავლება მესამე კლასიდან;
- დაწვრილებითი ინფორმაცია საგნობრივ კათედრებზე იხ. ლინკი
- სკოლა, სასწავლო პროცესში იყენებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსს:
- გრიფირებული სახელმძღვანელოები (ლინკი), დამხმარე ლიტერატურა, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, ელექტრონული რესურსები და ა.შ.
- სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საგნობრივი კაბინეტები (ფოტოები);
- სკოლას აქვს თეატრსტუდია 1998 წლიდან(ლინკი)
- სასწავლო პროცესში შედის მოსწავლეთა გასვლითი და ღია გაკვეთილები, ექსკურსიები, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობა, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები
- დაწყებითი საფეხურის (I-VI) თითოეულ კლასი:
- აღმზრდელების მეთვალყურეობის ქვეშაა;
- მოსწავლეები სკოლაში რჩებიან 17:00;
- დღის მეორე ნახევარში ხდება საშინაო დავალებების მომზადება;
- კვება I-IV კლასებში ორჯერადი, V-VI კლასებში ერთჯერადი;
- კვების მენიუს ადგენს ექიმი დიეტოლოგი;
საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებს კურირებენ დამრიგებლები;
- სკოლაში ფუნქციონირებსს ფსიქოლოგიური სამსახური, პროფესორი ჯანა კახიანი, ფსიქოლოგი ნინო გურგენიძე, სპეც მასწავლებელი მარინე ბეკურაშვილი; (საერთო ფოტო)ფსიქოლოგიური სამსახურის მოვალეობაა:
- პირველკლასელთა დიაგნოსტიკის ჩატარება სასკოლო მზაობის შემოწმების მიზნით;
- პრობლემურ სიტუაციებში მოსწავლეთა ქცევის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგემვა;
- სასწავლო და სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეების მონიტორინგი;
- სსსმ მოსწავლისათვის ადაპტირებული მეთოდების შერჩევაში მასწავლებლების დახმარება;
- I-IIკლასებში მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციის, სასკოლო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ინტელექტუალური თამაშების საათების ჩატარება;
- ჩვენ გთავაზობთ სწავლის საფასურის გადახდის მოქნილ და მრავალფეროვან სისტემას
- გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თქვენთვის მისაღები ვარიანტი
- სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა საშეღავათო პირობა
- დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (ლელას ნომერი)
- საბუთების ჩამონათვალი პირველკლასელთათვის იხ. აქ (ლინკი);
სხვა სკოლებიდან გადმომსვლელი მოსწავლეები ჩაირიცხებიან ძირითად საგნებში ტესტირებისა და სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრების საფუძველზე, საჭირო საბუთების ჩამონათვალი იხ. აქ
მრავალშვილიან მშობელს (ოთხი და მეტი შვილი), ეძლევა შეღავათი წლიური გადასახადი თანის 20%-ით.
საშუალო საფეხურის (10,11,12კლ) წარჩინებულ ( ოქროს მედლის კანდიდატს) მოსწავლეთა მშობლებს ეძლევათ შეღავათი წლიური თანხის 20%-ით.
იმ გადამხდელს , რომლის ოჯახიდანაც სკოლაში სწავლობს სამი ბავშვი, ეძლევა შეღავათი მესამე (ყველაზე უმცროსი) ბავშვზე, წლიური გადასახადი თანხის 20%-ით.
საშეღავათო მომსახურების მქონე პირებს შეუძლიათ ისარგებლონ თავისუფალი გადახდის გრაფიკით, რომელიც არ უნდა გადაცდეს მაისის ბოლოს.

სკოლა მერმისი
