მათემატიკის კათედრა

კათედრის გამგე – ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;

წევრები:

  • თეიმურაზ შენგელია, მათემატიკის და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი;
  • თამარ გოგიშვილი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;
  • ინგა ჯღარკავა, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;

 

მათემატიკის კათედრის მუშაობის ძირითადი პრინციპებია:

  • სასწავლო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული   სასწავლო  პროცესის  დაგეგმვას, სწავლების  მრავალფეროვანი   მეთოდებისა  და    მრავალმხრივი   შეფასების   სისტემის  გამოყენებას;
  • მოსწავლეთათვის ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება;
  • მოსწავლეებისათვის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების და მეტაკოგნიტური  უნარების განვითარება;
  • მოსწავლეთა ინფორმირება და ჩართვა სხვადასხვა სასწავლო პროექტებში და ოლიმპიადებში;
  • კათედრის თითოეული წევრის პროფესიული განვითარება;
  • თანამშრომლობა კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია ის, რომ „მერმისის“ მოსწავლეების ძირითადი ნაწილი აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში, მასწავლებლებთან ერთად ერთ გუნდად შეკრულებს არ გვეშინია გამოწვევების, პირიქით, მაგალითად, პანდემიის დასაწყისში, მათემატიკის კათედრა, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ონლაინ სწავლებაში ჩაერთო. EDU. ARIS. GE -მ თავის გვერდზე დაპოსტა კიდეც ამის შესახებ.

მათემატიკის კათედრა ბევრი საინტერესო წამოწყების ავტორია და არამარტო სასკოლო პროექტების.  სწორედ ჩვენი კონფერენციის, მასზე წარმოდეგნილი თემების და რესურსების ნახვის შემდეგ გაუჩნდა „მათემატიკური რესურსების გამოფენის“ იდეა პროექტის ავტორს, დაჩი ნანობაშვილს, რომელიც 14 მარტს, -ს საერთაშორისო დღეს დაუკავშირა.   რამდენჯერმე  მივიღეთ მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე სასკოლო დღესასწაულად გვექცია და ყველა მოსწავლეს ეზეიმა. ვზეიმობთ კიდეც. არაერთი გამორჩეული ღონისძიება ჩავატარეთ.

ერთ-ერთი სასკოლო დღესასწაულია „მათემატიკის ფესტივალი“, რომელიც, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში იმართება და რომელშიც დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლეა ჩართული.

პროექტი, რომელიც, ასევე, ტრადიციად იქცა და რომლითაც პირველები ვართ საქართველოს მასშტაბით, არის „მერმისის“ მოსწავლეთა ჯგუფის ვიზიტი ჟენევაში, CERN-ში, ბირთვული კვლევების ცენტრში. პროექტი  ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.  გარდა კვლევითი ცენტრის დათვალიერებისა, მოსწავლეებთან ერთად ვმოგზაურობთ შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში და ვეცნობით ღირშესანიშნაობებს, ვსტუმრობთ ჩარლი ჩაპლინის მუზეუმს,  სათხილამურო ტრასებს  შვეიცარიის ალპებში.

„მერმისის“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო მათემატიკურ პროექტებში, ოლიმპიადებში (მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ) და წარმატებულადაც. ერთ-ერთი ასეთი პროექტია  M-ვექტორი, რომელშიც გაერთიანებული არიან  მსოფლიოში ცნობილი ქართველი  მათემატიკოსები (მამუკა ჯიბლაძე, მიშა მანია და ა.შ). ამ  პროექტის მიზანია, გამოავლინოს არასტანდარტული მიდგომების და აზროვნების მოსწავლეები და განკუთვნილია მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროეტის ერთ-ერთი გამარჯვებული მერმისელია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში.  სკოლაში არსებობს „მათემატიკის ლაბორატორია“, სადაც მოსწავლეებთან ერთად ვქმნით სასწავლო რესურსებს. მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, ასევე, სასწავლო დანიშნულება აქვთ. ხშირად, მოსწავლეები თავად არიან ინიციატორები საინტერესო წამოწყების.  მაგალითად, უფროსკლასელებმა შექმნეს მათემატიკური ვებ-გვერდი, რომელზეც სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული საინტერესო მათმატიკური პროექტები აიტვირთება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესის და მოტივაციის გაზრდას მათემატიკის სწავლებაში.

ჩვენთვის საამაყოა ის, რომ „მერმისში“ მიღებული ცოდნით და სასკოლო პროგრამის ფარგლებში  ჩატარებული სააბიტურო საათებით  „მერმისის“ კურსდამთავრებულები წაარმატებით აბარებენ მისაღებ გამოცდებს მათემატიკაში როგორც საქართველოს, ასევე, ევროპის და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში.

მათემატიკის კათედრის წევრები აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, სხვა კათედრებთან, ვაკეთებთ საერთო პროექტებს, მუდმივად ვეძებთ სიახლეებს და ვნერგავთ სასწავლო პროცესში.  სასწავლო წელიც დავიწყეთ სიახლით –  დავდეთ  ხელშეკრულება English Book Education-თან და დაწყებით საფეხურზე შემოვიტანეთ ახალი პროგრამა, რომელიც, იმედია, კიდევ უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს.