დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლა ”მერმისის” VII ა კლასის მოსწავლეებმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში ჩაატარეს ღონისძიება ”ჩვენ ვიცავთ ქართული ენის სიწმინდეს”. დაბეჭდეს და გაავრცელეს ბროშურები, რომლებშიც შეიტანეს მეტყველებაში დამკვიდრებული შეცდომები და მათი სწორი ფორმები. საზოგადოებას შესთავაზეს სახალისო ენობრივი თამაშები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის პანთეონი, შემდეგ მათ უმასპინძლა თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა და ჩატარდა ექსკურსია თსუ-ს პირველ კორპუსში.