დამტკიცებულია შპს არასხელმწიფო საერო ზოგადსაგნამანთლებლო
საშუალო სკოლა მერმისის
დირექტორის 2021 წლის 01 სექტემბრის N45 ბრძანებით

შპს არასახელმწიფო საერო ზოგადსაგნმანათლებლო
საშუალო სკოლა მერმისის

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

ქ. თბილისი
2021 წ.

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1.1.არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა “მერმისი” (შემდგომში სკოლა“ ან „მერმისი“) ფუნქციონირებს 1994 წლიდან; იგი მიზნად ისახავს აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეების მატარებელი ადამიანი, მოქალაქეობრივი მოვალებებით აღჭურვილი პიროვნება, მომავალზე ორიენტირებული პროფესიონალი.

1.2. არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისი“ მოქმედებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი – შ.პ.ს. და ახორციელებს საგანმანათლებლო მომსახურებას. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციის, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის, შრომის კოდექსის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შესაბამისი საკანონმდებლო აქტების, ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების ხარისხის განვითრებისა და მაწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის რეგულაციების , სკოლის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად.

1.3. მერმისის შინაგანაწესი ასახავს სკოლის ყველა დასაქმებულის, მოსწავლისა და მშობლების უფლება – მოვალეობებს; სამუშაო და სასწავლო პროცესში ჩართული ყველა პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს – წახალისებასა და სახდელს; შრომითი ურთიერთობის დამარეგულირებელ ზოგად წესებს, დასაქმებულთა აყვანისა და გათავისუფლების რეგულაციებს, უსაფრთხო სკოლის კონცეფციას და სხვა. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

1.4. სკოლის შინაგანაწესის აღნიშნული წესები ვრცელდება მთელ სამუშაო პროცესზე და მისი შესრულება ევალება ყველა თანამშრომელს, პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს. იგი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 2. სკოლის სტატუსი

2.1. შპს „არასაზოგადოებრივი საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისი’’ წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ კომერციულ იურიდიულ პირს მრავალდარგოვანი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სახით. იგი ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2.2. სკოლის სრული სახელწოდებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისი’’, რომელსაც აქვს საკუთარი ბალანსი, დამოუკიდებელი საბანკო ანგარიშები, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი და საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.„არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისის’’ ურთიერთობები მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) რეგულირდება სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირებისა და მშობელთან ურთიერთობის შესახებ დებულებით.

2.4. მერმისში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ პოლიტიკური, რელიგიური მოძრაობებისა და ორგანიზაციების სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა.

2.5. „არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა მერმისის“ იურიდიული მისამართია: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N17ა.

 

მუხლი 3. შინაგანაწესის მიზანი

შინაგანაწესის მიზანია დაწესებულებაში ქცევის ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობენ:

3.1. დაწესებულების მისიის, მიზნების, ფუნქციების განხორციელებას;

3.2. დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას და დაწესებულების პერსონალის მიერ სამსახურებრივ

მოვალეობათა პროფესიონალურ განხორციელებას;

3.3. ადამიანის უფლებათა დაცვას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით;

3.4. დაწესებულებაში სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური საქმიანობის

განხორციელებას;

3.5. პერსონალის კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობას;

3.6. პროფესიულ საქმიანობაში კანონმდებლობის და დაწესებულებაში მოქმედი აქტების

მოთხოვნების განუხრელ დაცვას;

3.7. დაწესებულების ავტორიტეტის და ტრადიციის დაცვას;

3.8. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნასა და ჩამოყალიბებას;

3.9. სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგებასა და

კონტროლს;

3.10. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირებასა და რაციონალურ გამოყენებას;

3.11.სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის

მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგებასა და კონტროლს.

 

მუხლი 4. სკოლის მიზნები

სკოლის მიზანს წარმოადგენს:

4. არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა “მერმისის” მისიაა აღზარდოს პატრიოტი, ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ღირებულებების მქონე თავისუფალი, მოაზროვნე, გონიერი, ახლის შემოქმედი და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე, რომელიც იქნება:

4.1. მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება, უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა, პიროვნული ფასეულობების სისტემის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად.

4.2.თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით.

4.3. მოსწავლეებისათვის ცოდნის მიცემა და ცნობიერების ჩამოყალიბება. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაიაზროს სხვადასხვა ეროვნების ხალხების, კულტურებისა და ქვეყნების როგორც დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის, ისე ურთიერთდამოკიდებულების ცნებები.

 

მუხლი 5. სკოლის ამოცანები

სკოლის ამოცანებია:

5.1. საიმედო, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;

5.2.თითოეული ბავშვის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება; მიღწევების აღიარება;

5.3.თითოეული მოსწავლის ხელშეწყობა, რათა მათ წარმატებით გადალახონ სოციალიზაციის პროცესის თანმდევი სირთულეები და ჩამოუყალიბდეთ საკუთარი თავის რწმენა, როგორც დამოუკიდებელი, ისე ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები;

5.4. აქტიური მენტალობისა და კრიტიკული აზროვნების სტიმულირება;

5.5. მომავალ თაობაში მძლავრი საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

5.6. კვალიფიციური კადრების მოზიდვა და ზრუნვა მათ პროფესიულ განვითარებაზე;

5.7.გამოცდილი კადრების ჩართულობა ახალგაზრდა პედაგოგების პროფესიული განვითარების პროცესში;

5.8.განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების გათვალისწინება და ზრუნვა ინოვაციური პროგრამების დასანერგად;

 

მუხლი 6. სკოლის მართვის პრინციპები

სკოლა უზრუნველყოფს:

6.1.სკოლის საქმიანობა ემყარება დემოკრატიულ პრინციპებს: სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფკლებას;

6.2. სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯოობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

6.3. მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

6.4. კონკურსებისა და სხვადასხვა პროექტების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

6.5. დაუშვებელია დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

6.6. დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

II პედაგოგიური საბჭო

როგორც დემოკრატიული მმართველობის ორგანო

II.1. განიხილავს და ამტკიცებს სკოლის მისიასა და შინაგანაწესში შესატან ცვლილებებს;
II.2. განიხილავს და ადგენს მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანას;
II.3. განიხილავს და ამტკიცებს სკოლის საათობრივ ბადეს;
II.4. განიხილავს და ადგენს მასწავლებელთა და აღმზრდელთა საათობრივ დატვირთვას;
II.5. განიხილავს და ამტკიცებს საგნის დაძლევის, კლასიდან კლასში გადაყვანის და ეტაპის დაძლევის კრიტერიუმებს;
II.6. განიხილავს და ადგენს სკოლის განვითარების მოკლევადიან და სტრატეგიულ გეგმებს;
II.7. განიხილავს და ადგენს მასწავლებელთა წახალისების საკითხებს;
II.8. განიხილავს და ადგენს მასწავლებელთა განსაკუთრებულად მწვავე დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში დისციპლინარული სახდელის საკითხს;
II.9. განიხილავს და ადგენს მოსწავლეთა წახალისებისა და განსაკუთრებული დისციპლინარული სახდელის საკითხს;
II.10. დანიხილავს მოსწავლეთა და მშობელთა პრეტენზიებს დისციპლინარული სახდელის გამო;
II.11. განიხილავს მასწავლებელთა სხვადასხვა ინიციატივებს სკოლის პროგრამული თუ მატერიალური ბაზის განახლებასთან დაკავშირებით;
II.12. განიხილავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის გეგმებს.

IV დასაქმებულთა საერთო უფლება-ვალდებულებები

IV.1 დასაქმებულს უფლება აქვს

IV.1.1. მოსთხოვოს დამსაქმებელს წინამდებარე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
IV.1.2. მიიღოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღე;
IV.1.3. ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა;
IV.1.4. ისარგებლოს საქართველოში დაწესებული უქმე დღეებით. უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ანაზღაურდება ხელშეკრულებით   გათვალისწინებული წესით;
IV.1.5. დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში მიიღოს სრულად ანაზღაურებადი ბიულეტენი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს წელიწადში. ყოველი ბიულეტენი უნდა დასაბუთდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით;
IV.1.6. ორსულობის და მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის შემთხვევაში ისარგებლოს შვებულებით შრომის კოდექსის შესაბამისად;
IV.1.7. უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში იგი აღნიშნულ გარემოებათა თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს დამსაქმებელს.

IV.2 დასაქმებული ვალდებულია:

IV.2.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები; დაიცვას შრომის შინაგანაწესი, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულება, დროულად გამოცხადდეს სამუშაოზე, საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესების, ქორწინების, მძიმე ოჯახური გარემოებების ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით (რომელშიც მიუთითებს შემცვლელის ვინაობას) მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში აცნობოს ადმინისტრაციის წევრებს;
IV.2.2. გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებებისაგან, რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულოს თავიანთი მოვალეობები;
IV.2.3. გაუფრთხილდეს მიბარებულ ქონებას;
IV.2.4.  წერილობით შეატყობინოს დამსაქმებელს მის პირად მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ასეთი ცვლილებიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში;
IV.2.5. დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ინფორმაცია ადრინდელი საქმიანობის შესახებ და შეუფერხებლად წარადგინოს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული მონაცემები;
IV.2.6.  დაიცვას სკოლაში მომუშავე მუშაკისათვის შესაფერისი ესთეტიკური ნორმები;
IV.2.7. უზრუნველყოს ყველა საბუთის, მიმოწერის, აგრეთვე მოწყობილობის, ავეჯის და ა.შ. უსაფრთხოდ შენახვა და შინაგანაწესით დადგენილი უსაფრთხოების სხვა პროცედურების დაცვა. დასაქმებულს არა აქვს უფლება გადაადგილოს დამსაქმებლის ქონება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს აუცილებელია დასაქმებულის მიერ მისი მოვალეობის შესრულებისათვის და/ან ნებადართულია დამსაქმებლის მიერ. ნებისმიერი მსგავსი ნებადაურთავი ქმედება ჩაითვლება არსებით დარღვევად, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს დასაქმებული პირის განთავისუფლება;
IV.2.8. არ გათქვას კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს;
IV.2.9. დასაქმებული პირადად და სრულად აგებს პასუხს ნებისმიერი ზიანის და/ან დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივად გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით;
IV.2.10. დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების და შრომის დაცვის მოთხოვნები, ტრავმატიზმის ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციას, თითოეული მუშაკი პასუხისმგებელია ბავშვების უსაფრთხოებაზე;
IV.2.11. დაიცვას სკოლის შენობებით სარგებლობის და სახანძრო უსაფრთხოების წესები;
IV.2.12. რაციონალურად გამოიყენოს სასკოლო მასალა, ელექტროენერგია, გათბობა, წყალი და გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას;
IV.2.13. სამსახურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოიქცეს ღირსეულად, დაიცვას სუბორდინაცია და კოლექტივში ქცევის ეთიკური ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი სკოლის კოლექტივის წევრებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან;
IV.2.14. დროულად და აკურატულად შეავსოს მის პროფესიულ კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაცია;
IV.2.15. დაიცვას შრომის ჰიგიენა და სანიტარული ნორმები.

V დასაქმებულთა ფუნქციები და ვალდებულებები

V.1 დირექტორი

V.1.1. უძღვება სკოლის საქმეებს და მესამე პირთან ურთიერთობაში სკოლას წარმოადგენს დირექტორი;
V.1.2. სკოლის დირექტორი თავის საქმიანობას ახორციელებს სკოლის წესდების, შრომის შინაგანაწესისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
V.1.3. დირექტორი ზედამხედველობს სკოლის ფინანსურ და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
V.1.4. სკოლის მიზნების განსახორციელებლად დირექტორი უფლებამოსილია სკოლის სტრუქტურაში შექმნას შესაბამისი ერთეულები;
V.1.5. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ნიშნავს დირექტორი. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულები არიან დირექტორის წინაშე;
V.1.6. სკოლის ადმინისტრაციაში დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე: მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, მოადგილე საფინანსო დარგში;
V.1.7. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე მინდობილობის საფუძველზე.

V.2 დირექტორის მოადგილე საფინანსო დარგში

V.2.1. დირექტორის მოადგილე საფინანსო დარგში წარმართავს სკოლის საფინანსო პოლიტიკას;
V.2.2. აკონტროლებს და ზედამხედველობს სკოლის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმიანობას;
V.2.3. სკოლის დირექტორატთან ათანხმებს საშტატო სახელფასო განაკვეთის ოდენობას;
V.2.4. ამზადებს და წარმოადგენს სკოლის ფინანსურ ანგარიშს;
V.2.5. უზრუნველყოფს სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებასა და აღჭურვას;
V.2.6. პასუხისმგებელია სკოლის ქონების დაცვასა და გამოყენებაზე,ასევე, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას სკოლის შინაგანაწესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
V.2.7. თავის საქმიანობას წარმართავს დირექტორატთან შეთანხმებით.

V.3 დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში

V.3.1. დირექტორის მოადგილე (სასწავლო-აღმზრდელობით დარგში) წარმართავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობას;
V.3.2. უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო პროცესის დაგეგმვას;
V.3.3. უზრუნველყოფს საგნის სწავლების ეფექტური მეთოდების დანერგვას;
V.3.4. სკოლის საგნობრივ კათედრებთან ერთად შეიმუშავებს და შეარჩევს სასწავლო პროგრამებს;
V.3.5. აკონტროლებს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს;
V.3.6. კოორდინაციას და კონტროლს უწევს სკოლაში კათედრების მუშაობას;
V.3.7. კოორდინაციას უწევს პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
V.3.8. აკონტროლებს სკოლის პედაგოგიურ პერსონალს, მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას;
V.3.9. სკოლაში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს და წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს სკოლის დირექტორატს;
V.3.10. შეიმუშავებს სწავლა-სწავლების პროცესისათვის: ა) შეფასების სტრატეგიებს, ბ)სტანდარტებს  გ)კრიტერიუმებს, დ) პროცედურებს;
V.3.11. მონიტორინგს უწევს ზემოთ გაწერილ პროცესებს და წარუდგენს დირექტორს;
V.3.12. ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

V.4 ბუღალტერი

V.4.1. წარმართავს სკოლის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმიანობას;
V.4.2. აწარმოებს სკოლის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციას;
V.4.3. საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად აწარმოებს სკოლის მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციას;
V.4.4. აწარმოებს როგორც სკოლის სალაროს აღრიცხვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საბუღალტრო დოკუმენტაციას;
V.4.5. უზრუნველყოფს მშობლებთან და თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების აღსრულებას;
V.4.6. თვალყურს ადევნებს ახალ საგადასახადო კანონებს, კოდექსებს, სხვა დოკუმენტებს და შესაბამისი ცვლილებები შეაქვს საბუღალტრო საქმიანობაში;
V.4.9. პასუხისმგებელია დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე საფინანსო დარში;

V.5 ადმინისტრაციულ-საკანცელარიო საქმეთა მენეჯერი

V.5.1. აწარმოებს სკოლის მუშაკთა და მოსწავლეთა ბრძანებების ანბანურ წიგნს;
V.5.2. ინახავს და აკონტროლებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას;
V.5.3. ვალდებულია ზუსტად აღრიცხოს მოსწავლეთა მოძრაობა და დროულად მიაწოდოს მონაცემები კლასის ხელმძღვანელებს;
V.5.4. აწარმოებს შემოსულ და გასულ კორესპოდენციის რეგისტრაციას, ამზადებს საჯარო მოთხოვნაზე პასუხებს და სხვადასხვა წერილებს;
V.5.5. პასუხისმგებელია ბრძანების გავრცელებაზე;
V.5.6. პასუხისმგებელია საკანცელარიო დოკუმენტაციასა და სკოლის არქივის დაცვაზე;
V.5.7. პასუხისმგებელია პირველკლასელთა რეგისტრაციაზე;
V.5.8. პასუხისმგებელია ატესტატების გაცემის წიგნზე;
V.5.9 აკონტროლებს ცხრილის მიხედვით გაკვეთილების ჩატარებასა და მასწავლებელთა დასწრების აღრიცხვას;
V.5.10. აკონტროლებს სასკოლო დოკუმენტაციას ჟურნალების, რეიტინგული მატრიცების, პირადი საქმეების, დახასიათებების წარმოებას;
V.5.11. ადგენს პედსაბჭოს ოქმებს;
V.5.12. აკონტროლებს ელექტრო ფოსტას;
V.5.13. პასუხისმგებელია დირექტორისა და მოადგილეების წინაშე.

V.6. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვალდებულია:

V.6.1. უზრუნველყოს კავშირი საზოგადოებასთან, მას-მედიასთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან;
V.6.2. დაამყაროს კავშირი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;
V.6.3. დაამყაროს კავშირი საერთაშორისო და საზღვარგარეთის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
V.6.4. განახორციელოს ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა სისტემაში;
V.6.5. კოორდინაცია გაუწიოს სკოლასა და სხვა ორგანოებს შორის ურთიერთობებს;
V.6.6. ორგანიზება გაუწიოს სკოლისათვის საჭირო საინფორმაციო მასალის მომზადებას და გამოქვეყნებას;
V.6.7. უზრუნველყოს სკოლას და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა;
V.6.8. სკოლის კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ პირს ნიშნავს დირექტორი. კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

V.7 აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორი:

V.7.1. გაუწევს კოორდინაციას სკოლაში მოსწავლეთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესრულებას;
V.7.2. აღრიცხავს დისციპლინურ გადაცდომებს;
V.7.3. გაუწევს კოორდინაციას მოსწავლეთა კლასგარეშე მუშაობას;
V.7.4. აღმზრდელობითი ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებს თეატრებსა და შემოქმედებით კოლექტივებთან;
V.7.5. აღმზრდელობითი ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებს საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
V.7.6. ხელმძღვანელობს და წარმართავს სასკოლო მასშტაბის აღმზრდელობით ღონისძიებებს;
V.7.7. აკონტროლებს აღმზრდელობით დოკუმენტაციას;
V.7.8. პასუხისმგებელია დირექტორისა და სასწავლო აღმზრდელობით დარგში მოადგილის წინაშე.

V.8 მოლარე

V.8.1. ნაღდი ანგარიშწორებით შემოსული სწავლის საფასურის აღრიცხვა და გაფორმება;
V.8.2. სკოლის თანამშრომელთათვის ხელფასების გაცემა;
V.8.3. პასუხისმგებელია დირექტორისა, დირექტორის მოადგილესთან საფინანსო დარგში და ბუღალტერის წინაშე.
V.8.4. ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.

V.9 პედაგოგი

პედაგოგი მოვალეა დაიცვას დასაქმებულთა საერთო ვალდებულებები. აგრეთვე მისი სამუშაოს პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე ვალდებულია:

V.9.1. აკმაყოფილებდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტანდარტით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას;
V.9.2. კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამუშაო, ჰქონდეს პასუხისმგებლობა;
V.9.3. იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე. მონაწილეობა მიიღოს სასკოლო ტრეინინგებში და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად აიმაღლოს კვალიფიკაცია;
V.9.4. იზრუნოს სასწავლო პროცესის შემოქმედებითად წარმართვასა და სიახლეების დანერგვაზე;
V.9.5. მოიძიოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო მასალები, შესაბამისი მეთოდურ-სამეცნიერო ლიტერატურა;
V.9.6. მისცეს მოსწავლეს სტანდარტით გათვალისწინებული განათლება და სასწავლო-სოციალური უნარ-ჩვევები;
V.9.7. იზრუნოს განსაკუთრებული ინტერესის მქონე წარმატებული მოსწავლეებისათვის სტანდარტს ზევით ცოდნის მიცემაზე;
V.9.8. იზრუნოს სწავლის პრობლემების მქონე მოსწავლეებზე, მათი შესაძლებლობების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
V.9.9. იზრუნოს მოსწავლეთა ზნეობრივ, მოქალაქეობრივ და პატრიოტულ აღზრდაზე;
V.9.10. დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს;
V.9.11. აქტიური მონაწილეობა მიიღოს საგნობრივი კათედრის მუშაობაში;
V.9.12. დროულად და აკურატულად შეავსოს სასწავლო დოკუმენტაცია (ჟურნალები, პირადი საქმეები, სილაბუსი, საგაკვეთილო სცენარები, კათედრის მუშაობის ოქმები და ა.შ.)
V.9.13. პროფესიულად შეადგინოს მასწავლებლის პორტფოლიო;
V.9.14. უზრუნველყოს სასკოლო წერებისა და გამოცდების ჩატარება შესაბამისი კვალიფიციური და მრავალფეროვანი მასალით, საჭიროების შემთხვევაში დაიცვას კონფიდენციალობა;
V.9.15. დაიცვას ობიექტურობა შეფასებაში;
V.9.16. იზრუნოს საგნობრივი ოლიმპიადების ჩასატარებლად, კლასგარეშე მუშაობისათვის;
V.9.17. დაიცვას ურთიერთობის ეთიკა და ბავშვთა უფლებები;
V.9.18. არ დააგვიანოს გაკვეთილზე, რაციონალურად გამოიყენოს საგაკვეთილო დრო, არ დაუშვას მისი არამიზნობრივად გაფლანგვა;
V.9.19. გაკვეთილზე არ ისარგებლოს მობილური ტელეფონით ან სხვა რამიზნობრივი ნივთებით;
V.9.20. გამოუვალი მდგომარეობის გამო გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში წინა დღით აცნობოს დირექციას;
V.9.21. უზრუნველყოს სკოლაში მოსული მოსწავლეების გაკვეთილებზე ყოფნა, დაუშვებელია მოსწავლის კლასიდან გაშვება;
V.9.22. უზრუნველყოს დისციპლინა გაკვეთილის პროცესში. გამოუვალ მდგომარეობაში მიმართოს კლასის კურატორ-დამრიგებელს, აღმზრდელს ან დირექციის წარმომადგენელს;
V.9.23. იკისროს პასუხისმგებლობა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დისციპლინარულ გადაცდომაზე თავისი გაკვეთილის მიღმა, სასწავლო დაწესებულების მთელ ტერიტორიასა და მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში;
V.9.24. დაიცვას მასწავლებელთა ქცევის კოდექსი;
V.9.25. დროულად მოახდინოს რეაგირება საკონფლიქტო სიტუაციის წარმოქმნის საშიშროების შემთხვევაში. შეძლოს მისი აღკვეთა და პრევენციული ზომების გატარება;
V.9.26. ითანამშრომლოს კლასის დამრიგებელთან, ფსიქოლოგთან და მშობლებთან;
V.9.27. აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ღონისძიებებში, პედაგოგიურ კონფერენციებში;
V.9.28. იზრუნოს საინტერესო იდეების, პროექტების განხორციელებისათვის სკოლის დირექციასთან შეთანხმებით.

V.10 საგნობრივი კათედრის გამგე

V.10.1. ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე;
V.10.2. ზრუნავს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და წარმატებულ შედეგზე;
V.10.3. კოორდინაციას უწევს საგნისა თუ საგნების სწავლებას;
V.10.4. ხელმძღვანელობს ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას;
V.10.5. ხელმძღვანელობს სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შერჩევას;
V.10.6. კოლეგებთან ერთად შეიმუშავებს შეფასების კრიტერიუმებს;
V.10.7. კათედრასთან ერთად თანამშრომლობს სხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან;
V.10.8. ხელმძღვანელობს ახალ მეთოდოლოგიებსა და მიდგომებზე მუშაობას;
V.10.9. ადგენს პროფესიული განვითარების გეგმას;
V.10.10. ადგენს შესაბამის დოკუმენტებს.

V.11 აღმზრდელი, კურატორ-დამრიგებელი

აღმზრდელი, კურატორ-დამრიგებელი მოვალეა დაიცვას დასაქმებულთა საერთო ვალდებულებები. აგრეთვე მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვალდებული არის:

V.11.1. აკმაყოფილებდეს განათლების სამინისტროს სტანდარტით და შინაგანაწესით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას;
V.11.2. კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამუშაო, ჰქონდეს პასუხისმგებლობა;
V.11.3. დაესწროს პედაგოგიურ საბჭოს სხდომებს;
V.11.4. დროულად და აკურატულად შეავსოს ან შეადგენოს სააღმზრდელო დოკუმენტაცია (სააღმზრდელო გეგმები, აღმზრდელობითი ჟურნალები, მოსწავლეთა ნიშნების ფურცლები, პირადი საქმეები, დახასიათებები, რეკომენდაციები;
V.11.5. უზრუნველყოფს საკლასო ჟურნალის უსაფრთხოება, გააკონტროლოს მისი წარმოების ხარისხი;
V.11.6. დაიცვას ობიექტურობა;
V.11.7. დაიცვას ურთიერთობის ეთიკა და ბავშვთა უფლებები კლასის სააღმზრდელო გეგმის შედგენისას გაითვალისწინოს სკოლის
სააღმზრდელო პროგრამა და მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები;
V.11.8. შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული მოვალეობები და ღონისძიებები;
V.11.9. ითანამშრომლოს მშობლებთან, ფსიქოლოგთან და დირექციასთან. აღნუსხოს თანამშრომლების თარიღები და ფორმები;
V.11.10. აღწეროს სადამრიგებლო მუშაობის ყველა სფერო;
V.11.11. იკისროს პასუხისლმგებლობა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
V.11.12. დროულად მოახდინოს რეაგირება კონფლიქტური სიტუაციის წარმოქნის შემთხვევაში. შეძლოს მისი აღკვეთა და პრევენციული ზომების გატარება;
V.11.13. დროულას შეატყობინოს დირექციას მისთვის დაუძლეველი პრობლემის შესახებ;
V.11.14. აქტიურად ჩაერთოს საკოლო ღონისძიებებში და გაუწიოს მას საჭირო ორგანიზება.ზრუნველყოს კლასის ჩართვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში;
V.11.15. იზრუნოს საინტერესო იდეების, პროექტების განხორციელებისვის დირექციასთან შეთანხმებით;
V.11.16. იზრუნოს მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადებასა და გაკვეთილებზე დასწრებაზე. აწარმოოს გაცდენების აღრიცხვა. დაადგინოს გაცდენის მიზეზი;
V.11.17. აწაარმოს მოსწავლეთა სპორტული, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო მიღწევების აღწერა;
V.11.18. აღნუსხოს წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების ფორმები;
V.11.19. აღნუსხოს დისციპლინარული დარღვევები და სახდელები;
V.11.20. დროულად აცნობოს ფსიქოლოგს შექმნილი სულიერი და სოციალური პრობლემის შესახებ. ხელი შეუწყოს მას პრევენციისათვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებაში;
V.11.21. იკისროს პასუხისმგებლობა სასწავლო ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, კლასის ესთეტიკურ და ჰიგიენურ მდგომარეობაზე.
V.11.22. უზრუნველყოს არასაგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხო და ორგანიზებული დასვენება.
V.11.23. უზრუნველყოს არასაგაკვეთილო პროცესის, დღის მეორე ნახევრის სამუშაოს (გაკვეთილების დამზადების) ორგანიზება;
V.11.24. აღრიცხოს გახანგრძლივებული რეჯიმით სწავლების პროცესზე დასწრება ან ადრე წაყვანის შემთხვევა;
V.11.25. უზრუნველყოს მოსწავლეთა ორგანიზებული კვება, ყურადღება გაამახვილოს სოციალურ-ესთეტიკურ აღზრდაზე. დაიცვას ქცევის და ჰიგიენური ნორმები;
V.11.26. მოსწავლეებს გამოუმუშავოს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ ჩვევები;
V.11.27. იზრუნოს სასწავლო პრობლემების მქონე მოსწავლეებზე მათი შესაძლებლობების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
V.11.28. საგნის მასწავლებლის რეკომენდაციით გონივრული, კომპეტენტური და ზომიერი დახმარება გაუწიოს მოსწავლეს;
V.11.29. სწავლების სიძნელეების გადასალახად გაითვალისწინოს ფსიქოლოგის რეკომენდაციები;
V.11.30. ყოველდღიურად აცნობოს მშობელს მოსწავლის მუშაობის შეგედებისა და სახლში შესასრულებელი დარჩენილი სამუშაოების შესახებ;
V.11.31. აქტიურად ითანამშრომლოს მშობელთან მისი შვილის სასკოლო-სოციალური უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად;
V.11.32. უზრუნველყოს და აკონტროლოს, რომ მოსწაავლეებს ჰქონდეთ ყველა საჭირო სასწავლო ნივთი;
V.11.33. შეიმუშავოს ინდივიდუალური სტიმულირებისა წახალისების ფორმები;
V.11.34. იზრუნოს მოსწავლეთა ზნეობრივ, მოქალაქეობრივ და პატრიოტულ აღზრდაზე;
V.11.35. დაიცვას მასწავლებელთა ქცევის კოდექსი;

V.12. ფსიქოლოგი

V.12.1. უზრუნველყოს მასწავლებელთა პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ცოდნის ამაღლება, საჭიროების შემთვევაში ტრენინგების ჩატარება;
V.12.2. მოახდინოს პირველკლასელთა დიაგნოსტიკა, მოსწავლეთა კლასებში გადანაწილება დაბალანსირებული კლასების შედგენის მიზნით;
V.12.3. ურჩიოს პირველკლასელთა აღმზრდელ-მასწავლებლებს თითოეულ მოსწავლესთან მუშაობის ეფექტური გზები; მოახდინოს მოსწავლეთა დიაგნოსტიკა პრობლემურ სიტუაციებშიდა დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები;
V.12.5. ჯგუფში შექმნილი სოციალური პრობლემების შემთხვევაში ჩაატაროს შესაბამისი პრევენციული სამუშაოები;
V.12.6. ჩაატაროს ინტელექტუალური თამაშების საათები, მოსწავლეთა იოლი სოციალური ადაპტაციის, ყურადღების, სასკოლო უნარ-ვევების განვითარების მიზნით;
V.12.7. გაესაუბროს სკოლაში მისაღებ კადრს, მისი ფსიქოლოგიური მოტივაციის ნაწილობრივ დასადგენად;
V.12.8. აქტიურად ითანამშრომლოს აღმზრდელობითი მუშაობის კოორდინატორთან, ჩაერთოს აღმზრდელობითი ღონისძიებების დაგეგმვაში;
V.12.9. ითანამშრომლოს პედაგოგ-აღმზრდელებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან მათი მოთხოვნის შესაბამისადაც, თუ ისინი თვლიან, რომ პრობლემის გადასალახად სწორედ ფსიქოლოგის დახმარებასჭირდებათ;
V.12.10. საჭიროების შემთხვევაში დააკვირდეს პედაგოგიური კადრების სოციალურ-ფსიქოლოგიურ ქცევას. მისცეს მათ პროფესიონალური რჩევები. საჭიროების შემთხვევაში მისცეს სათანადო რეკომენდაციები დირექციას.

V.13. ბიბლიოთეკარი

ბიბლიოთეკარი მოვალეა დაიცვას დასაქმებულთა საერთო ვალდებულებები.
აგრეთვე მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ვალდებულია:

V-13.1. უზრუნველყოფს სკოლის ბიბლიოთეკის რეგულარულად მუშაობას;
V-13.2. ეხმარება მოსწავლეებს ლიტერატურის შერჩევაში;
V-13.3. აწარმოებს წიგნების აღრიცხვას და უზრუნველყოფს წიგნების ფონდის
დაცვას;
V-13.4. ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შემოქმედებითი
საქმიანობის წარმართვას;
V-13.5. ზრუნავს ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის განახლებაზე;
V-13.6. ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვის, განადგურების ან სხვა
შემთხვევაში თუ დადგინდა ბიბლიოთეკარის ბრალეულობა
აანაზღაურებს ზარალს;
V-13.7. პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაში არსებულ ქონებაზე (წიგნები,
ინვენტარი, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვ. )
V-13.8. დაგეგმოს ღონისძიებები წიგნიერების ამაღლების მიზნით;

V-14 კომპიუტერული მომსახურეობის ოპერატორი

კომპიუტერული მომსახურეობის ოპერატორი მოვალეა დაიცვას დასაქმებულთა საერთო ვალდებულებები და მისი მუშაობის სფეციფიკიდან გამომდინარე ვალდებულია:

V-14.1 უზრუნველყოფს სკოლას საინფორმაციო სიახლეებით;
V-14.2. ტექნიკურ მომსახურებას უწევს კომპიუტერულ ტექნიკას;
V-14.3. ხელს უწყობს სკოლის თანამშრომლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენებაში;
V-14.4. ეხმარება სკოლის პედაგოგებს საგნობრივი მასალებისა და სასწავლო თვალსაჩინოების მოძიებაში;
V-14.5. უზრუნველყოს საბუღალტრო დოკუმენტაციის კომპიუტერული მომსახურეობა.

V-15 ლოჯისტი

ლოჯისტი მოვალეა დაიცვას დასაქმებულთა საერთო ვალდებულებები. აგრეთვე მისი სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე ველდებულია:
V-15.1. უზრუნველყოს სკოლის მატერიალური ქონების ექსპლუატაციისა და წესების დაცვა;
V-15.2. უზრუნველყოს სკოლის შენობის და მისი შემოგარენის წესრიგი.
V-15.3. უზრუნველყოს წყალსადენისა და კანალიზაციის გამართული მუშაობა;
V-15.4. უზრუნველყოს სკოლის მომარაგება სამეურნეო საქონლით;
V-15.5. სკოლის დირექტორს წარუდგინოს ტექნიკური პერსონალის სამუშაოს ტაბელი;
V-15.6. ზედამხედველობა გაუწიოს ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებულ სამუშაოს;
V-15.7. უზრუნველყოს სკოლის სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
V-15.8. შეამოწმოს სკოლის შენობის, საკლასო ოთახების, სათავსოების, საკვანძების მდგომარეობა სასწავლო პროცესის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ;
V-15.9. განახორციელოს მონიტორინგი ელექტრეოენერგიის და წყლის ხარჯვაზე;
V-15.10. უხელმძღვანელოს სკოლის მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარებას;
V-15.11. უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენა;
V-15.12. დირექტორის დავალებით შეასრულოს წარმომადგენლობითი ფუნქცია;
V-15.13. პასუხისმგებელია დირექტორის ფინანსური მოადგილის და ბუღალტერის წინაშე;

V-16 ექიმი

ექიმი მოვალეა დაიცვას დასაქმებულთა საერთო ვალდებულებები.
აგრეთვე მისი სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე ვალდებულია:
V.16.1. იზრუნოს სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე;
V.16.2. უზრუნველყოს სკოლაში პირველადი სამედიცინო დახმარება;
V.16.3. შეკრიბოს მონაცემები მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ, აღრიცხოს და შეინახოს ცნობები ჯანმრთელობის შესახებ;
V.16.4. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ  საჭიროების შემთხვევაში მოსწავლე გაათავისუფლოს გაკვეთილებიდან და დაუკავშირდეს მშობელს ან მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზირება;
V.16.5. გათავისუფლების შემთხვევაში გასცეს ცნობა. სკოლის ექიმის მიერ გაცემული ცნობა ითვლება საპატიოდ იმ შემთხვევაშიც თუ მოსწავლე დარეგისტრირდა მასთან და გააცდინა მომდევნო ორი დღის საგაკვეთილო პროცესი;
V.16.6. უზრუნველყოფს ყველა საჭირო ხელსაწყოს სათანადო სანიტარული ნორმებით დაცვას;
V.16.7. ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორის წინაშე სანიტარულ მდგომარეობაზე;
V.16.8. აღრიცხოს მიღებული მედიკამენტები და აწარმოოს გაცემის რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნალში.
V.16.9. განსაზღვროს პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ნუსხა აკონტროლოს მათი ხარისხი შენახვა და გაცემა;
V.16.10. განსაზღვრავს და ადგენს ბავშვთა კვების მენიუს;
V.16.11. აკონტროლებს პროდუქტთა ხარისხს შენახვის წესებს კვების ობიექტებში (სასადილო , ბუფეტი)სანიტარულ-ჰიგიენური ნპორმების დაცვას .
V.16.12. პასუხისმგებელია დირექტორის, ფინანსურ დარგში მოადგილის წინაშე.

V-17 მზარეული

V.17.1. ვალდებულია მენიუსა და სქემის შესაბამისად განსაზღვროს პროდუქტების სახეობა და რაოდენობა.
V.17.2. დაიცვას პროდუქტის შენახვის წესები
V.17.3. დაიცვას სადილის მომზადებისას ჰიგიენური ნორმები
V.17.4. უზრუნველყოს მოსწავლეებზე გათვალისწინებული ულუფის გადანაწილება.
V.17.5. უფლება აქვს მოსწავლეთა ნაწილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაანაწილოს მოჭარბებული საკვები პროდუქტი სხვა ბავშვებზე.
V.17.6. ვალდებულია ზედმეტი პროდუქციის ჩამოწერის შემთხვევაში შეადგინოს ჩამოწერის აქტი.
V.17.7. ვალდებულია დღის მენიუთი გათვალისწინებული მზა საკვები შეინახოს ოცდაოთხი საათი.

V-18 ჭურჭლის მრეცხავის ფუნქციებია:

V.18.1. იზრუნოს ინვენტარის გაფრთხილებასა და სისუფთავეზე
V.18.2. აღრიცხოს ინვენტარის დაზიანების შემთხვევები
V.18.3. დაიცვას ინვენტარის შენახვის წესები

V-19 დამლაგებელი

V.19.1. მთელი დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს სისუფთავე მასზე მიმაგრებულ ტერიტორიაზე;
V.19.2. სკოლის ექიმის მეთვალყურეობით უზრუნველყოფს საპირფარეშოების დამუშავებას სადეზინფექციო ხსნარებით;
V.19.3. გაუფრთხილდეს მასზე მიმაგრებულ ინვენტარს;
V.19.4. განსაზღვროს და წარმოადგინოს საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ნუსხა, უზრუნველყოს მისი მიზნობრივი ხარჯვა და აღრიცხვა;

კვების ბლოკის დამლაგებლის ფუნქციებია:
V.19.5. იზრუნოს კვების ბლოკში სანიტარულ წესების დაცვაზე:
V.19.6. უზრუნველყოს სანიმუშო სისუფთავე კვების ბლოკში;
V.19.7. სასწავლო კვირის ბოლოს ჩაატაროს სადეზინფექციო სამუშაოები;
V.19.8. უზრუნველყოს კვების ნარჩენების დროული გატანა.

V-20 დაცვა

დაცვა უფლებამოსილია:

V.20.1. მოითხოვოს განსაკუთრებულ დაცვას დაქვემდებარებული სათავსოების აღჭურვა ცხაურებით.
V.20.2. მოითხოვოს დასაცავი ობიექტის ბოლო ინვენტარიზაციის შედეგები დამოწმებული “დამკვეთის” მიერ;
V.20.3. მაქსიმალურად უზრუნველყოს დაცვის ობიექტის შეუფერხებელი მუშაობა.
V.20.4. სკოლის შენობასა და მიმდინარე ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში  უმოკლეს ვადაში აცნობოს ადმინისტრაციას. კონფლიქტური სიტუაციის დაუძლევლობის შემთხვევაში აცნობოს შესაბამის ორგანოებს;
V.20.5. სასწავლო პროცესის მომდინარეობის დროს დაცვა ვალდებულია გააკონტროლოს მოსწავლეთა მოძრაობა და ქცევა სკოლის ტერიტორიაზე (შენობა და ეზო).
V.20.6. ვალდებულია ადმინისტრაციის ინფორმირების გარეშე არ დაუშვას უცხო პირთა შემოსვლა სკოლაში.
V.20.7. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკონტროლოს შენობის უსაფრთხოება, ელექტროენერგიიასა და წყლის არამიზნობრივი ხარჯვა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დღეღამის ნებისმიერ დროს აცნობოს ადმინისტრაციას და შესაბამის ორგანოებს.
V.20.8. ვალდებულია აკონტროლოს გათბობის გამართულად მუშაობა.
V.20.9. აანაზღაუროს მისი ბრალეულობით ან მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით სკოლისათვის მიყენებული ზარალი.

VI დასაქმებულთა ეთიკის კოდექსი

VI-1 სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

VI.1.1. პროფესიული კომპეტენტურობა
VI.1.1.1. სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
VI.1.1.2. სკოლის დირექტორი იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს.
VI.1.1.3. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას.
VI.1.1.4. სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია.
VI.1.1.5. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
VI.1.1.6. სკოლის დირექტორი იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.
VI.1.1.7. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
VI.1.1.8. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში.
VI.1.1.9. სკოლის დირექტორი აირჩევს სკოლის პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით.
VI.1.1.10. სკოლის დირექტორი იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
VI.1.1.11. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას.
VI.1.1.12. სკოლის დირექტორი არ ეწევა რელიგიურ (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.
VI.1.1.13. სკოლის დირექტორი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.
VI.1.1.14. სკოლის დირექტორი არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
VI.1.1.15. სკოლის დირექტორი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას.
VI.1.1.16. სკოლის დირექტორი არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე.
VI.1.1.17. სკოლის დირექტორი ინარჩუნებს სიმშვიდიეს კონფლიქტურ ოტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
VI.1.1.18. სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
VI.1.1.19. სკოლის დირექტორი ზრუნავს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე.
VI.1.1.20. სკოლის დირექტორი ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
VI.1.1.21. სკოლის დირექტორი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.

VI.1.2. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
VI.1.2.1. სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.
VI.1.2.2. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
VI.1.2.3. სკოლის დირექტორი ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს.
VI.1.2.4. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში.
VI.1.2.5. სკოლის დირექტორი უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის.
VI.1.2.6. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ.
VI.1.2.7. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში.
VI.1.2.8. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.

VI.1.3. მოსწავლეებთან ურთიერთობა
VI.1.3.1. სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება.
VI.1.3.2. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო, პატრიოტული და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
VI.1.3.3. სკოლის დირექტორი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად.
VI.1.3.4. სკოლის დირექტორი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში.
VI.1.3.5. სკოლის დირექტორი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
VI.1.3.6. სკოლის დირექტორი არ უწევს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
VI.1.3.7. სკოლის დირექტორი ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.

VI.1.4.  მშობლებთან ურთიერთობა
VI.1.4.1. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში.
VI.1.4.2. სკოლის დირექტორი, მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ.
VI.1.4.3. სკოლის დირექტორი თანამშრომლობს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს.
VI.1.4.4. სკოლის დირექტორი მშობლებთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.

VI.2 მასწავლებლის ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
VI.2.1. პროფესიული კომპეტენტურობა
VI.2.1.1. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
VI.2.1.2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
VI.2.1.3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.
VI.2.1.4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
VI.2.1.5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
VI.2.1.6. მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
VI.2.1.7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
VI.2.1.8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
VI.2.1.9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.
VI.2.1.10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.
VI.2.1.11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე

VI.2.2.  მოსწავლეებთან ურთიერთობა
VI.2.2.1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში.
VI.2.2.2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.
VI.2.2.3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
VI.2.2.4. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას.
VI.2.2.5. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.
VI.2.2.6. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
VI.2.2.7. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს.
VI.2.2.8. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად.
VI.2.2.9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან და პოლიტიკურ პროპაგანდას.
VI.2.2.10. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას, ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის.
VI.2.2.11. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესისა, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

VI.2.3. მშობლებთან ურთიერთობა
VI.2.3.1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას.
VI.2.3.2.  ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ.
VI.2.3.3. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.
VI.2.3.4. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
VI.2.3.5. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინარული დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში.
VI.2.3.6. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

VI.2.4. სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა
VI.2.4.1. მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა, თუ პიროვნული თავისებურებებისა.
VI.2.4.2. მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან.
VI.2.4.3. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

VII დასაქმებულთა შრომის შინაგანაწესი

VII.1 დასაქმებულთა სამსახურში მიღება და გათავისუფლება

სამსახურში მიღება:
VII.1.1. სკოლის პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან კონკურსის წესით, რომლის პირობებსაც ადგენს დირექტორატი.
VII.1.2. პედაგოგთა  სამსახურში მიღებისას დირექტორატი ითვალისწინებს მისი განათლების ხარისხს და პედაგოგიურ გამოცდილებას; სერთიფიცირებას და სხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
VII.1.3. დირექტორატისა და  შემდგომ ფსიქოლოგიურ სამსახურს უფლება აქვს გაესაუბროს სამსახურში მიღების კანდიდატს მისი მოტივაციის, მოლოდინების და განწყობის ნაწილობრივ დასადგენად;
VII.1.4. თანამშრომელი სამსახურში მიიღება გამოსაცდელი ვადით, ერთიდან ექვს თვემდე;
VII.1.5. მიღებული თანამშრომელი აფორმებს სკოლის დირექტორთან შრომით ხელშეკრულებას, რომელიც განისაზღვრება შრომის კანონისა და შინაგანაწესის   საფუძველზე.
VII.1.6. მუშაკის სამუშაოზე მიღებისას სკოლის დირექტორატი ვალდებულია:
ა) გააცნოს მოქმედი შინაგანაწესი, რასაც იგი ადასტურებს პირადი ხელმოწერით.
ბ) განუმარტოს მისი ფუნქციური დატვირთვა.
გ) გააცნოს მასწავლებელთა ქცევის კოდექსი.

VII.1.7 სკოლის მუშაკი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობით. საკითხები, რომელიც არ რეგულირდება სასკოლო შინაგანაწესით განისაზღვრება არსებული კანონმდებლობით.

გათავისუფლების წესი:
VII.1.8 თანამშრომლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლებელია პირადი განცხადების საფუძველზე, რა შემთხვევაშიც თანამშრომელი ვალდებულია ადმინისტრაცია გააფრთხილოს ერთი თვით ადრე;
VII.1.9. ადმინისტრაციას უფლება აქვს თანამშრომლის გათავისუფლება გამოიყენოს როგორც ადმინისტრაციული სასჯელი, შესაბამისი დისციპლინარული გადაცდომოს შემთხვევაში;

VII.2  შრომის ანაზღაურება

VII.2.1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
VII.2.2. სკოლაში შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ ან ორჯერ (სურვილისამებრ – ავანსის სახით) ნაღდი/უნაღდო ანგარიშწორებით.
VII.2.3. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებს (შაბათ – კვირის გარდა) სკოლა ანაზღაურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფით.
VII.2.4. მიიღოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 (ოცდაოთხი) კალენდარული დღის ოდენობით;
VII.2.5. ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა, რის შესახებაც თუ ეს შესაძლებელია , ვალდებულია 2 (ორი) კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი;
VII.2.6. ისარგებლოს საქართველოში დაწესებული უქმე დღეებით. უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და ანაზრაურდება  ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;
VII.2.7. დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში მიიღოს სრულად ანაზღაურებადი ბიულეტენი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს წელიწადში. ყოველი ბიულეტენი უნდა დასაბუთდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. Dდამქირავებელი იტოვებს უფლებას, ეჭვის ქვეშ დააყენოს ასეთი ცნობის სინამდვილე და/ან მოითხოვოს სხვა ექიმის დასკვნა.
VII.2.8. დეკრეტული შვებულების საკითხები რეგულირდება შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

VII.3 დასაქმებულთა წახალისება, დისციპლინარული გადაცდომა და სახდელი

წახალისება:
VII.3.1 სკოლის მუშაკს შეიძლება მიეცეს პრემია, თუ მისი საქმიანობა სკოლას მოუტანს წარმატებებს, პრემიალური თანხა განისაზღვრება ერთი თვის ოდენობით და შეიძლება გაიცეს სასწავლო წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ.
VII.3.2 სკოლის მუშაკის წახალისების საკითხი შეიძლება დადგეს  საგრანტო კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში.
VII.3.3. სკოლის მუშაკის წახალისება შეიძლება გამოიხატოს, მადლობის სიგელით დაჯილდოვებითა და ბრძანებით.
VII.3.4. ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში თუ  სკოლას ბიუჯეტი აძლევს საშუალებას და ამასთანავე არის განსაზღვრული რა სახის სამუშაოსათვის გაიცემა  დანამატი.  გაცემა ფორმდება ბრძანებით სკოლის დირექტორის მიერ.
VII.3.5. პრემია, წახალისება და სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს წყვეტს ადმინისტრაცია და აისახება ბრძანებით;
VII.3.6. პედაგოგის წახალისებაზე წარდგენა შეუძლია შესაბამის კათედრასა და პედაგოგიურ საბჭოს.

დისციპლინური გადაცდომა და სახდელები:

VII.3.7.მასწავლებლის  მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი ადმინისტრაციის სასჯელი:

  • შენიშვნა
  • გაფრთხილება
  • საყვედური
  • სასტიკი საყვედური
  • სამსახურიდან გათავისუფლება

VII.3.8. დისციპლინარულ სახდელს ადებს დირექტორატი და აცნობს პედსაბჭოს;
VII.3.9. დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა:

  • გაკვეთილების გაცდენა
  • გაკვეთილებზე დაგვიანება
  • მოსწავლის სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა
  • მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა
  • დოკუმენტაციის უხარისხოდ, დაგვიანებით, ან საერთოდ არ წარმოება
  • ეთიკური ნორმების დარღვევა
  • საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება, გარდა იმ შემთხევებისა, რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა
  • მოსწავლეებთან არაკორექტული და ბიზნეს ურთიერთობების ქონა
  • გაკვეთილის ჩაშლა, ან ჩაშლის მცდელობა
  • სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესში ალკოჰოლის მიღება
  • მოსწავლისთვის საკუთარი პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური
  • ღირებულებებისა და ფასეულობების თავს მოხვევა
  • მოსწავლისაგან, ან მშობლისაგან ქრთამის აღება
  • სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა
  • მოსწავლის პირად ცხოვრებაში შეჭრა
  • სკოლისთვის შეუსაბამო ჩაცმულობა
  • მოსწავლის არაეთიკური ქცევისკენ ბიძგება
  • კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა
  • მასწავლებელთა ქცევის კოდექსის სხვა დარღვევა

VII.3.10. პედაგოგს დისციპლინური სახდელი შეიძლება მოეხსნას ექვსი თვის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ დაფიქსირებულა სხვა ნებისმიერი სახის სახდელი. სახდელი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომიტეტში და სასამართლოში.

VIII სამუშაო რეჟიმი

VIII.1. სკოლაში სწავლა იწყება არაუგვიანეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი თარიღისა;
VIII.2. სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტისა;
VIII.3. არდადეგებით გათვალისწინებული დღეების რაოდენობა გათვლილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, თუმცა სკოლა იტოვებს უფლებას იგი გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ.
VIII.4. სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით, ორშაბათიდან პარასკევის
ჩათვლით. სკოლა იტოვებს უფლებას ნებისმიერი უქმე დღე გამოაცხადოს  სამუშაო დღედ.
VIII.5. სამუშაო დღე იწყება დილის 900 საათზე და მთავრდება 1700  საათზე.
გაკვეთილების შემდგომი დრო შეიძლება გამოყენებულ იქნეს  კლასგარეშე და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო აღმზრდელობითი,  წრეობრივი და საკონსულტაციო მუშაობისათვის.
VIII.6. პედაგოგის სასწავლო  დატვირთვა განისაზღვრება სასკოლო საათობრივი ბადით.
პედაგოგისთვის იქ, სადაც შესაძლებელია, განისაზღვროს კვირაში ერთი თავისუფალი
დღე მეთოდური სამუშაოებისათვისა და კვალიფიკაციის  ასამაღლებლად.
VIII.7. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდი, რომელიც არ ემთხვევა მორიგ შვებულებას წარმოადგენს სამუშაო  დროს. ამ პერიოდში ადმინისტრაცია პედაგოგს ავალებს პედაგოგიურ  საორგანიზაციო დატვირთვას.
VIII.8.სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზამთრისა და გაზაფხულის არდადეგები გამოცხადებულ იქნას ანაზღაურებად მორიგ შვებულებად.
VIII.9. სასწავლო წლის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრული ოდენობა უნდა განისაზღვროს  განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი  წესით.
VIII.10. გაკვეთილები იწყება 9 საათზე, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 45 წუთი.
შესვენებების ხანგრძლივობა   5დან  15 წუთამდე. გამონაკლისი შესაძლებელია
დაშვებულ იქნეს ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები
და ა.შ.) როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების
და/ან  დასვენებების ხანგრძლივობები სასწავლო დღის შემცირების მიზნით.
VIII.11. სკოლის ყველა თანამშრომლის სამუშაო დრო განისაზღვრება ინდივიდუალური
ხელშეკრულებით.
VIII.12.პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვა ახალი სასწავლო წლისთვის
განისაზღვრება სკოლის დირექტორის მიერ პედაგოგიური კოლექტივისა და კათედრების
აზრის გათვალისწინებით.
VIII.13.სასწავლო წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვის გაზრდა, ან შემცირება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევევბში: Aა) მხარეთა ურთიერთშეთანხმებით . ბ)Aადმინისტრაციის ინიციატივით გ). სასწავლო გეგმით, ან პროგრამებით საათების ან კლასების შემცირების შემთხვევაში (აღნიშნული ცვლილებების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს ერთი კვირით ადრე, თუ იგი არ არის თანახმა გააგრძელოს მუშაობა ახალი პირობებით ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება).
VIII.14.სკოლა არ მუშაობს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებში.
VIII.15. სკოლას უფლება აქვს განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში სამუშაო დღე (დიდი სასკოლო ღონისძიებები, სანიტარიული დღეები და ა.შ.) გამოაცხადოს დასვენებად.

IX მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვა

IX.1. სკოლის პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები, რომელთაც შეუსრულდათ, ან მიმდინარე წელს უსრულდებათ სკოლის ასაკი (6 წელი), იქნება ეს საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის  მოქალაქე.
IX.2. პირველ კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

  • ხელშეკრულება სკოლასა და მშობელს შორის
  • დაბადების მოწმობის დედანი
  • ბავშვის სამედიცინო ფორმა
  • დაბადების მოწმობის ასლი
  • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4
  • ცნობა მშობელთა საქმიანობის შესახებ

IX.3. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში:

  • იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი (მოსწავლის პირადი საქმე), რომელიც ადასტურებს  მოსწავლის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას
  • ბავშვის სამედიცინო ფორმა
  • მიმდინარე შეფასება
  • ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ

IX.4. სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარიცხვა ხდება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად;
IX.5. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც დაცული უნდა იყოს:

  • დაბადების მოწმობის დედანი
  • ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4
  • მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები
  • ცნობა მშობელთა საქმიანობის შესახებ;

X მოსწავლეთა შეფასების სისტემა

X.1. სკოლა ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების სტანდარტით;
X.2. პედაბჭოს გადაწყვეტილებით, საგანი ჩაითვლება დაძლეულად, თუ მოსწავლეს აქვს დამრგვალებული ექვსი ქულა (არანაკლებ 5,5 ქულისა);
X.3. პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, კლასიდან კლასში გადაყვანისას საერთო წლიური ნიშანი უნდა იყოს დამრგვალებული შვიდი ქულა(არანაკლებ 6.5ქულისა);
X.4. პედსაბჭოს გადაწყვეტილებით ეტაპი დაძლეულად ითვლება, თუ საერთო ეტაპის ნიშანია დამრგვალებული შვიდი ქულა(არანაკლებ 6.5);
X.5. სკოლის მიერ სტანდარტს ზევით შემოტანილი სავალდებულო თუ ფაკულტატური საგნები, იმ ეტაპზე, რომელზეც იწერება ნიშანი, ფასდება შესაბამისი სისტემით.
X.6. მოსწავლეთა დასწრება-გაცდენილი საათების რაოდენობა, სტანდარტის შესაბამისად მოქმედებს შეფასებაზე; მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებას აღრიცხავს საგნის მასწავლებელი და აფორმებს საკლასო ჟურნალში, რომელსაც გააჩნია ოფიციალური სტატუსი.

XI მომდევნო კლასში ან საფეხურზე გადაყვანა, სხვა სკოლაში გადასვლა

XI.1. მომდევნო კლასში ან საფეხურზე გადაყვანა:

XI.1.1. პედაბჭოს გადაწყვეტილებით, საგანი ჩაითვლება დაძლეულად, თუ მოსწავლეს აქვს დამრგვალებული ექვსი ქულა (არანაკლებ 5,5 ქულისა);
XI.1.2. პედსაბჭოს გადაწყვეტილებით, კლასიდან კლასში გადაყვანისას საერთო წლიური ნიშანი უნდა იყოს დამრგვალებული შვიდი ქულა(არანაკლებ 6.5ქულისა);
XI.1.3. პედსაბჭოს გადაწყვეტილებით ეტაპი დაძლეულად ითვლება, თუ საერთო ეტაპის ნიშანია დამრგვალებული შვიდი ქულა(არანაკლებ 6.5);
XI.1.4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ ვერ დაძლია საგანი, მას ენიშნება საშემოდგომო გამოცდა.
XI.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ ვერ ჩააბარა საშემოდგომო გამოცდა, იგი ვერ გადავა მომდევნო კლასში;

XI.2. სხვა სკოლაში გადასვლა:

XI.2.1.სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლეს მოაქვს მოთხოვნა და დასტური, იმ სკოლიდან, რომელშიც გადადის. გაიცემა პირადი საქმე, მიმდინარე ნიშნები და ბრძანების ამონაწერი ამორიცხვის შესახებ; მშობელი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება ბუღალტერიასთან ხელშეკრულების შესაბამისად.
XI.2.2. ხელშეკრულება მშობელსა და სკოლას შორის ინახება ბუღალტერიაში.
XI.2.3. პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლე გადის ფსიქოლოგიურ ტესტირებას სასკოლო მზაობაზე შესაბამისი მიდგომებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად;

XII უსაფრთხო სკოლა

სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო და იყოს სასწავლო გარემოს შექმნას.

XII.1.ფიზიკური უსაფრთხოება

XII.1.1. სკოლაში დაცულია სახანძრო უსაფრთხოება;
XII.1.2. სკოლაში დაცულია სანიტარულ –ჰიგიენური ნორმები;
XII.1.3. მოსწავლეს შეუძლია სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება;
XII.1.4. სკოლის დაცვა აკონტროლებს უცხო პირთა შემოსვლას სკოლაში;
XII.1.5. საჭიროების შემთხვევაში სკოლა ზღუდავს გარეშე პირთა და ორგანიზაციათა დაუგეგმავ ღონისძიებებს;
XII.1.6. შესაბამისი სამსახურების (მაგალითად, მანდატურის ან მსგავსი სტრუქტურების) დახმარებით აკონტროლებს მოსწავლეთა უსაფრთხოებას, მათი ყოფისათვის საშიში ნივთების სკოლის ტერიტორიაზე მოხვედრას.
XII.1.7. სკოლა უზრუნველყოფს უკონფლიქტო და მშვიდ გარემოს, ახდენს დაძაბული სიტუაციების განმუხტვას, მოსალოდნელი საფრთხის პრევენციას;

XII.2.წამახალისებელი, სულიერად უსაფრთხო გარემო:

XII.2.1. სკოლაში შექმნილია ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემო;
XII.2.2. მასწავლებელი და მოსწავლე თანამშრომლობენ სწავლა-სწავლების მიზნით;
XII.2.3. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
XII.2.4. სკოლაში არის პოზიტიური საკომუნიკაციო გარემო;
XII.2.5. სკოლაში დაცულია სამართლიანობის, თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპები;
XII.2.6. მოსწავლეს თავისუფლად შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოთქმა;
XII.2.7. მოსწავლეს აქვს თვითრეალიზაციის საშუალება;
XII.2.8. სკოლაში ყველა დონეზე დაცულია ურთიერთობის ეთიკის ნორმები.

XIII მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები

XIII.1 მოსწავლეთა უფლებები

მოსწავლეს უფლება აქვს:
XIII.1.1. მიიღოს განათლების სამინისტროს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ტიპის მომსახურება;
XIII.1.2. მიიღოს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული მომსახურება;
XIII.1.3. ისწავლოს უსაფრთხო გარემოში;
XIII.1.4. შეიძინოს საგანმანათლებლო და სოციალური უნარ-ჩვევები;
XIII.1.5. მოითხოვოს ბავშვთა უფლებების დაცვა;
XIII.1.6. ჰქონდეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
XIII.1.7. ჰქონდეს ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემო.
XIII.1.8. ჰქონდეს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის საშუალება.
XIII.1.9. მიიღოს მისი ფსიქო-ფიზიკური შესაძლებლობების შესაბამისი მომსახურება;
XIII.1.10. პატივს სცემდნენ მის უფლებებსა და ღირსებას.
XIII.1.11. შექმნას არაპოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ ეწინააღმდეგება სკოლის იდეოლოგიას;
XIII.1.12. მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

XIII.2 მოსწავლეთა ვალდებულებები

მოსწავლე ვალდებულია:
XIII.2.1. გულისხმიერად მოეკიდოს თავის მოვალეობებს;
XIII.2.2. დაიცვას მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
XIII.2.3. დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს;
XIII.2.4. პატივი სცეს სკოლის ტრადიციებს.

XIV მოსწავლეთა ქცევის კოდექსი

XIV.1. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება

XIV.1.1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
XIV.1.2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს.

XIV.2. მოსწავლეებთან დამოკიდებულება

მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.

XIV.3. მოსწავლის ჩაცმის წესი

მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

XIV.4. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო რონისძიებების დროს

XIV.4.1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.
XIV.4.2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები.
XIV.4.3. მოსწავლე გამოხატავს აზრებსა და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე.
XIV.4.4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით.
XIV.4.5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
XIV.4.6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად.
XIV.4.7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას.
XIV.4.8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე.
XIV.4.9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას.
XIV.4.10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

XIV.5. სკოლაში აკრძალული ნივთები

მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

  • თამბაქოს ნაწარმი;
  • ყველანაირი სახის იარაღი, ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად;
  • სანთებელა, ან ასანთი;
  • ალკოჰოლური საშუალებები;
  • ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
  • ძვირადღირებული ნივთები, ან დიდი ოდენობის ფული;
  • აზარტული თამაშების საშუალებები;
  • უხამსობის ამსახველი ნივთები;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერება;
  • ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

XV მოსწავლეთა წახალისება, დისციპლინარული გადაცდომა და სახდელი

XV.1. მოსწავლეთა წახალისება

XV.1.1. საშუალო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეს ეძლევა სწავლის გადასახადის 20%-იანი შეღავათი;
XV.1.2. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგების, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება: სიგელით, დიპლომით, ფასიანი საჩუქრით და სხვა ჯილდოებით.
XV.1.3.მოსწავლეთა წახალისება ხდება საჯაროდ.

XV.2. დისციპლინური სახდელი

დისციპლინარული სახდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას:
სისტემატიური არასაპატიო გაცდენების, სისტემატიური დაგვიანებების, გაკვეთილის ჩაშლის მცდელობის, მოსწავლის, ან მასწავლებლის მიმართ უხეშობის გამოვლენის, ვანდალიზმის ჩადენის, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების, ალკოჰოლის მოტანისა და გამოყენების, ცეცხლსასროლი, ცივი ან სხვა საშიში, საფრთხის შემცველი იარაღების მოტანისა და მოსწავლის ქცევის კოდექსის დარღვევის სხვა შემთხვევებში.
დისციპლინარული სახდელია:
XV.2.1. სიტყვიერი შენიშვნა- შენიშვნა შეიძლება მიეცეს მოსწავლეს ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის/ნორმების დარღვევის შემთხვევაში სკოლის ნებისმიერი თანამშრომლის მიერ და აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობოს კლასის აღმზრდელ-კურატორს, ან კოორდინატორს აღმზრდელობით დარგში. თავის მხრივ, აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს დარღვევების მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში განთავსება. დისციპლინური ნორმის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში (თუნდაც დაფიქსირდეს სხვა ნორმის დარღვევა) მოსწავლეს მიეცემა წერილობითი საყვედური.
XV.2.2. საყვედური (წერილობითი ფორმით)- კოორდინატორი აღმზრდელობით დარგში ვალდებულია შეიმუშაოს დოკუმენტი, სადაც დაფიქსირდება დარღვევის სახე, დარღვევის დრო და ხელმოწერილი  იქნება მოსწავლის, მშობლის, დამრიგებლის ან დარღვევის დამფიქსირებლის მიერ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოსწავლეს დაეკისრება სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება.
XV.2.3. სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება- (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობა არასაგაკვეთილო პერიოდში – გაკვეთილების დაწყებამდე ან გაკვეთილების შემდგომ);
XV.2.4. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით – აღნიშნული სახდელი დაეკისრება მოსწავლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც სკოლის ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის , რომ მოსწავლის ყოფნა ან საფრთხეს უქმნის სხვა მოსწავლეებს ან ემსახურება დაძაბულობის განმუხტვას. ამ პერიოდის განმავლობაში მეთვალყურეობა ეკისრება მშობელს.
XV.2.5. გაკვეთილიდან გაძევება- გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისთვის მოსწავლე იგზავნება დირექტორთან, ან კოორდინატორთან აღმზრდელობით დარგში. მოსწავლეს ზედამხედველობას უწევს დამრიგებელი, ან მორიგე მასწავლებელი. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობება მშობელს. დამრიგებელი ვალდებულია აღნიშნული ფაქტი შეიტანოს მონაცემთა ბაზაში;
XV.2.6. ზარალის ანაზღაურების დაკისრება- აღნიშნული სახდელი მოსწავლეს დაეკისრება სკოლის  ან სხვა მოსწავლის, მასწავლებლის საკუთრების ხელყოფის, ან დაზიანების შემთხვევაში; აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისას სკოლაში უნდა იქნას გამოძახებული მოსწავლის მშობელი/მზრუნველი, როგორც ზარალის ანაზღაურებაზე  პასუხისმგებლი პირი;
XV.2.7. სასკოლო კლუბებში, წრეებში, სკოლის მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის პრივილეგიის ჩამორთმევა- აღნიშნული სახდელი დაეკისრება დისციპლინური კოდექსის დამრღვევ მოსწავლეს დისციპლინური გადაცდომის ყველა შემთხვევაში  დირექციის გადაწყვეტილების საფუძველზე.   სახდელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს;
XV.2.8. ზემოთ მოცემული სახდელები ვრცელდება დარღვევის ყველა ფორმაზე გარდა “ნულოვანი ტოლერანტულობის” მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. სახდელით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსწავლეზე გავრცელდება “ნულოვანი ტოლერანტულობის”* მუხლით გათვალისწინებულ სახდელი.
XV.2.9. ალტერნატიულ სკოლაში განთავსება. ალტერნატიულ სკოლაში განთავსდება მოსწავლე, რომელმაც ჩაიდინა “ნულოვანი ტოლერანტობის” მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
* განმარტება: ნულოვანი ტოლერანტობა არის დასჯის ისეთი ფორმა, როდესაც დარღვევის სიმძიმის გამო არ ვრცელდება არანაირი შემამსუბუქებელი პროცედურა და მოსწავლე ან ირიცხება სკოლიდან, ან განთავსდება ალტერნატიულ სკოლაში.
XV.2.10. ნულოვანი ტოლერანტობის კატეგორიას განეკუთვნება:
მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა; მასწავლებლის/მოსწავლის, ან სკოლის სხვა თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა; ცივი იარაღის ტარება (პირველ ჯერზე 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება და განმეორების შემთხვევაში სკოლიდან გარიცხვა, ან ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა); ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა.
XV.2.11. დისციპლინარული გადაცდენის განხილვა პედსაბჭოზე, საყვედურის პირად საქმეში დაფიქსირება – ამ სახდელის გამოყენება ხდება დისციპლინარული გადაცდომის არაერთხელ გამეორების შემთხვევაში; მომდევნო სახდელი შეიძლება იყოს სხვა, ალტერნატიულ სკოლაში გადაყვანა
XV.2.12. კოლექტიური დისციპლინარული სახდელი-მთელი კლასის მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში,(მაგალითად ე.წ.”შატალო”), კლასს ედება ამგვარი სახდელი, დამატებითი სამუშაო გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით ან დამატებითი გამოცდის დანიშვნა;
XV.2.13. მოსწავლეთა თვითმმართველობის პასუხისმგებლობისა დაკონტროლის დაწესება-
ამ სახდელის გამოყენება ხდება ნაკლებად მძიმე დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, მოსწავლესა და თვითმმართველობასთან შეთანხმებით;
XV.2.14. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება:
მოსწავლეს შეუძლია გაასაჩივროს  დისციპლინური სახდელი პედსაბჭოზე. მოსწავლეს უფლება აქვს მშობელთან/მზრუნველთან ერთად დაესწროს   მასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას; მოსწავლეს და მის მშობელს/მზრუნველს უფლება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან.

XVI მშობელთა უფლება-მოვალეობები

XVI.1 მშობელთა უფლებები

მშობელს უფლება აქვს:
XVI.1.1. მოითხოვოს სასწავლო პროცესის მონაწილეებისაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
XVI.1.2. მიიღოს სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა;
XVI.1.3. მიიღოს მონაწილეობა სკოლის კულტურულ და ინტელექტუალურ საქმიანობაში;
XVI.1.4. თავისი უფლებისა და Gთავისუფლების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართალზომიერი ქმედებები;

XVI.2 მშობელთა ვალდებულებები

მშობელი ვალდებულია:
XVI.2.1. უზრუნველყოს შვილი სასწავლო ნივთებითა;
XVI.2.2. იზრუნოს მოსწავლის იერ-სახეზე;
XVI.2.3. აანაზღაუროს მატერიალური ზარალი, რომელიც მისმა შვილმა მიაყენა
სკოლას;
XVI.2.4. სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას
დაიცვას ეთიკის ნორმები;
XVI.2.5. ითანამშრომლოს მასწავლებლებთან თავისი შვილის შედეგების
გასაუმჯობესებლად;
XVI.2.6. რეაგირება მოახდინოს თავისი შვილის დისციპლინარულ გადაცდომებზე და
ამ თვალსაზრისით ითანამშრომლოს სკოლასთან.

XVII შინაგანაწესის მოქმედების ვადა და ცვლილებების შეტანის წესი

XVII.1. საკითხი შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ შეიძლება დააყენოს პედაგოგიურმა საბჭომ და სკოლის დირექტორმა.
XVII.2. შინაგანაწესის ან მასში ცალკეული მუხლების ცვლილება ხორციელდება დასაბუთებული აუცილებლობის, ან არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამისობის შემთხვევაში.
XVII.3. სკოლის შინაგანაწესი გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას;
XVII.4. შიგანაწესი ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე.