საქველმოქმედო აქცია

საქველმოქმედო აქცია

4 ივნისს 18 საათზე  “’მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში” ტარდება კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიება.  წარმოდგენილი იქნება:

თეატრ  სტუდიის სპექტაკლი “კაცია-ადამიანი”, მუსიკალური სტუდიის კონცერტი, სახვითი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გამოფენა, ფოტოგამოფენა “გადავარჩინოთ ტაო-კლარჯეთი” და ლიტერატურული ალმანახის “მერმისის” პრეზენტაცია.

აქცია  საქველმოქმედოა!  მისი  მიზანია  თითოეულმა  მერმისელმა შეიტანოს წვლილი  მახათას  მთაზე ღვთისმშობლის  ტაძრის მშენებლობაში.