”მერმისი” ოლიმპიურ მუზეუმში

”მერმისი” ოლიმპიურ მუზეუმში

„მერმისის” უფროსკლასელებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ფრენბურთში ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს ვაჟა კაჭარავას და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი პროექტ “ერთი ჩემპიონის ისტორიიდან” ფილმისთვის ამ შესანიშნავ სპორტსმენზე.

სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე გამოცემულ წიგნთა კრებული, ჟურნალი „ოლიმპიელი” და სხვა სპორტული ლიტერატურა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ვაჟა კაჭარავას მიერ მოპოვებული ოქროს მედალი. სახელოვანი ფრენბურთელი ახალგაზრდებს ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგადად სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე და მათ მომავალ საქამიანობაში წარმატებები უსურვა.