I ზოგადი დებულება

I.1. ქ. თბილისის არასახელმწიფო, ზოგადსაგანმანათლებლო საერო საშუალო სკოლა “მერმისის” შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის შრომის განაწესს, ადმინისტრაციულ სტრუქტურას, მის საქმიანობის წესს და მუშაკთა ფუნქციონალურ მოვალეობას. აღნიშნული წესები შემუშავებულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის და საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სკოლის კოლექტივის მუშაობის სწორ ორგანიზებას, სამუშაო საათების რაციონალურად გამოყენებას. მუშაკთა შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობისა და ხარისხის ამაღლებას, სამუშაო დისციპლინის გამყარებას.

შრომის შინაგანაწესში აღნიშნული წესები ვრცელდება მთელ სამუშაო პროცესზე და მის აუცილებელ შესრულებას ექვემდებარება სკოლის ყველა თანამშრომელი, პედაგოგი, მოსწავლე და მშობელი. სკოლის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პედაგოგიური საბჭო.